| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლებაში განხორციელებული პროექტის - „იურიდიული კულტურა“ მესამე ეტაპი ჩაატარეს.
პროექტი სამოქალაქო განათლების მასწავლებლის, ლალაზარ აროიანის და პოლიციელის ზურაბ ვოსკანიანის მხარდაჭერით ჩატარდა.
პროექტის ძირითადი მიზანი იყო პოლიციის საქმიანობის, მისი როლისა და მნიშვნელობის გაცნობა.
„პოლიციელის მიზანია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, წესის და კანონის დაცვა მგზავრობისას.
პირველ ეტაპზე ჩატარდა გაკვეთილი - შეხვედრა პოლიციასთან, ხოლო შემდეგ ეტაპზე ღია გაკვეთილი თემაზე - „ბავშვთა უფლებები“, კვლავ პოლიციის ჩართულობით. ახლა კი უკვე მოსწავლეებმა სკოლის ცენტრალურ შესასვლელთან ასფალტზე აჩვენეს თავიანთი შესაძლებლობები, წარმოადგინეს თუ რისი თქმა უნდათ საზოგადოებისთვის.
მზე და ღიმილი, ყვავილი და ბედნიერება, თვალები და უღრუბლო ცა, რომლის უზრუნველმყოფელია პოლიციელია და შუქნიშანი. ღონისძიებას დაესწრნენ მერიის წარმომადგენელი ეგორ ქოთოიანი, საზოგადოების წევრები და მშობლები. პროექტი 250 დოლარით დაფინანსდა, რაც ყველანაირი ხარჯისთვის საკმარისი აღმოჩნდა“,-აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები და ვიდეოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
სურსათის ყველა - 694 ნიმუშის კვლევის შედეგია ცნობილი
თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს
გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სტუმრები ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეობენ სასწავლო პროცესში
„გვჯერა, მაღალი აკადემიური თუ აღზრდითი შედეგების მიღწევა მხოლოდ მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობითაა შესაძლებელი“