სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N200 საჯარო სკოლაში სენსორული ოთახი მოეწყო
26-11-2021
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივითა და World Vision საქართველოს მხარდაჭერით თბილისის N200 საჯარო სკოლაში სენსორული ოთახი მოეწყო, რომელიც ინტელექტუალური და ფიზიკური განვითარების მრავლობითი დარღვევების მქონე მოსწავლეებს შეგრძნებების სტიმულაციის მეშვეობით სწავლის პროცესში დაეხმარება. ინფორმაციას ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

მულტისენსორული სივრცე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ World Vision საქართველოს დირექტორ ეკატერინე გურგენაძესთან ერთად გახსნა.

სენსორული ოთახის მოწყობასთან ერთად World Vision საქართველოს თბილისის ურბანული პროგრამის ფარგლებში მასწავლებლების გადამზადების პროექტიც განხორციელდა, რომელიც მე-200 სკოლის 20 მასწავლებლისთვის 40-საათიანი სასწავლო კურსის ჩატარებას მოიცავდა. კურსი – „სენსორული ინტეგრაციის ელემენტების გამოყენება საგანმანათლებლო სივრცეში“ – გულისხმობდა მასწავლებელთა გადამზადებას, მულტისენსორულ ოთახში არსებული რესურსების გამოყენებით, მოსწავლეებისთვის შესაბამისი საგანმანათლებლო გარემოს შექმნის უზრუნველყოფის მიმართულებით.

ღონისძიების ფარგლებში ეკატერინე დგებუაძემ გადამზადებულ მასწავლებლებს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა, მათ კურსის წარმატებით დასრულება პირადად მიულოცა და მოსწავლეთა განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

მულტისენსორული ოთახი წარმოადგენს მრავალფეროვანი აღჭურვილობის მქონე თერაპიულ სივრცეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. ოთახში განთავსებული რესურსები მოზარდებს შესაძლებლობას მისცემს, შეხების, დანახვის, გემოს შეგრძნებისა თუ სხვა სენსორული სტიმულების მეშვეობით დაეუფლონ სხვადასხვა უნარებს, უკეთ ჩაერთონ სასწავლო პროცესში და გაიუმჯობესონ ყურადღების კონცენტრაცია. ამასთან, მოზარდებს მიეცემა საშუალება მარტივად ისწავლონ მიზეზშედეგობრივი კავშირები, რათა შეძლონ დასწავლილი ქმედებების ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებს პროფესიული განვითარების დეტალები და რეკომენდაციები გააცნეს

ვინ წყვეს სკოლების დანგრევის, რებილიტაციისა და მშენებლობის საკითხს - მთავრობამ სია გამოაქვეყნა 

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება