სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ტაბახმელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საგნობრივ ოლიმპიადაში წარმატება მოიპოვეს
17-11-2021
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბახმელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „კინგსის“ საგნობრივ ოლიმპიადაში I-II-III ხარისხის დიპლომები და სერტიფიკატები დაიმსახურეს.

აღსანიშნავია, რომ „კინგსის“ შემოდგომის სეზონის ოლიმპიადაზე სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობა ადგილობრივმა მკვიდრმა, რაულ კახაძემ დააფინანსა, რაც ნამდვილად სამაგალითო და დასაფასებელი მოვლენაა.

„კიდევ ერთი წარმატება მიითვალა ჩვენმა სკოლამ 2021 წლის „კინგსის“ შემოდგომის სეზონის ოლიმპიადაზე. აღნიშნულში სკოლის თითქმის ყველა მოსწავლე მონაწილეობდა. მათ წარმატებით იასპარეზეს და დაიმსახურეს I - II - III ხარისხის დიპლომები და სერტიფიკატები. განსაკუთრებით კარგი შედეგი აჩვენეს და ქართულ ენასა და ლიტერატურაში პირველი ხარისხის დიპლომები დაიმსახურეს: ანასტასია გობაძემ, თედო თავართქილაძემ, ლუკა გობაძემ, ნიკა და დაჩი კახაძეებმა, მარი კახაძემ, გიგი კახაძემ და იმედა შავაძემ. II ხარისხის დიპლომებით დაჯილდოვდნენ ანასტასია გობაძე - (ინგლისური ენა და მათემატიკა), თედო თავართქილაძე - (მათემატიკა), თორნიკე გობაძე - (ქართული ენა და ინგლისური), ლანა გობაძე -  (ინგლისური ენა), ნინი და მარი კახაძეები - (ინგლისური ენა). ჩვენს სკოლას მუდამ მხარში უდგას ჩვენი სოფლის მკვიდრი, კეთილი საქმეებისა და მომავალი თაობის მოტივაციის ამაღლებით დაინტერესებული, გადაჭარბებულად არ ჩავთვლი თუ ვიტყვი ჭეშმარიტი მამულიშვილი, რაულ კახაძე, რომელმაც მთლიანად დააფინანსა მონაწილე პირთა თანხა. მადლობა მას გაწეული თანადგომისა და სამსახურისთვის კვლავაც წარმატებასა და წინსვლას ვუსურვებ. კიდევ ერთხელ ვულოცავ და კვლავაც ბევრ წარმატებას ვუსურვებ  ტაბახმელის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს გაწეული სამსახურისათვის“, - აღნიშნავს დირექტორი ცირა კახაძე.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

გასაჩივრების შემდეგ ქულა შესაძლოა დაგაკლდეთ - აპელაციის თანხა 50 ლარია

„სასურველია ქუჩაში გადაადგილებისგან თავის შეკავება“ - ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით NCDC-ის გაფრთხილება

 საგრანტო კონკურსის ქულები გამოქვეყნდა - შეფასების სქემა და სწორი პასუხები

საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცი შედიოდა - სურსათის ეროვნული სააგენტოს დასკვნა ცნობლია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება