სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კერძო სკოლა „ანაბასისის“ სამოქალაქო განათლების კლუბმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ონლაინ პრეზენტაცია გამართა
17-11-2021
-
+


ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისის“ სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ონლაინ პრეზენტაცია გამართეს, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა საინტერესო აქტივობები განახორციელეს.

​აღნიშნული აქტივობები კლუბის წევრებს სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა, თეა სამხარაძემ კონკურსის ფარგლებში შესთავაზა, რომელიც „საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI) ​გამოაცხადა.

კონკურსი სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს შორის საუკეთესო ღონისძიების ავტორის გამოსავლენად გაიმართება.

„ანაბასისის“ სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ონლაინ პრეზენტაცია გამართეს, სადაც ისაუბრეს ტოლერანტობის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე, მოეწყო ვიდეო ფილმების - „მრავალფეროვანი გარემო“, „თანასწორობა და დისკრიმინაცია“ ჩვენება/განხილვა. შეხვედრაზე მოსწავლეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ტოლერანტობა გულისხმობს განსხვავებული მსოფლაღქმის, ცხოვრების წესების, ქცევისა და ჩვეულებების ატანას. მათ ასევე ისაუბრეს იმის შესახებ, რომ ტოლერანტობა არ ნიშნავს გულგრილობას ან განურჩევლობას, არც განსხვავებული მსოფლმხედველობის ან ცხოვრების წესის იძულებით მიღებას. ის ნიშნავს სხვებისთვის უფლების მიცემას, იცხოვრონ თავიანთი ინდივიდუალური მსოფლმხედველობის შესაბამისად. ის მოიცავს ადამიანის თავისუფალი არჩევანის, ზოგადი უფლების პატივისცემას და არა რომელიმე კონკრეტული არჩევანის პატივისცემას, სხვისი აზრების ქცევისა და შეხედულებების შეწყნარებას. მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ტოლერანტობა გამორიცხავს ძალადობასა და აგრესიის ყოველგვარ გამოვლინებას. ადამიანის შესაძლებლობაა აღიაროს, პატივი სცეს ან გაითვალისწინოს სხვა ადამიანის რწმენა, ქცევა, ღირებულებები. მიიღოს ადამიანი ისეთი როგორიც არის, მთავარია ადამიანური ღირებულებები და არა მისი წარმომავლობა ან თუნდაც სოციალური მდგომარეობა. 1995 წელს, პარიზში ხელმოწერილ იქნა ტოლერანტობის პრინციპების დეკლარაცია, მის თანახმად ტოლერანტობა - „მსოფლიოს კულტურათა მდიდარი მრავალფეროვნების, თვითგამოხატვის ფორმებისა და ადამიანის ინდივიდუალობის გამოვლინების შესაძლებლობათა პატივისცემა, მიღება და მართებული გაგებაა. მას ხელს უწყობს ცოდნა, ღიაობა, ურთიერთობა და აზრის, სინდისისა და შეხედულებათა თავისუფლება. ტოლერანტობა - ესაა თავისუფლება მრავალფეროვნებაში. ეს არის არამარტო მორალური ვალი, არამედ პოლიტიკური და სამართლებრივი მოთხოვნილებაც. ტოლერანტობა - სათნოებაა, რომელიც შესაძლებელს ხდის მშვიდობას და ომის კულტურის მშვიდობის კულტურით შეცვლას ეხმარება“, - წერს კლუბის მეურვე თეა სამხარაძე.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ლექტორების ხელფასი დამოკიდებული იქნება საათებისა და სტუდენტების რაოდენობაზე - „10 ლარიანი ანაზღაურება ერთ წელიწადში ვერ მიიღწევა“

„მოიმატებს ყველა ადამიანის ხელფასი, რომელიც საჯარო სკოლაშია დასაქმებული“...

კავკასიის უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს 

მეორადი ჩარიცხვებზე რეგისტრაცია დაიწყო - ინსტრუქცია, ცნობარი და ყველა მნიშნელოვანი დეტალი ცნობილია 

პიროვნება

„გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი“

სკოლები

„ვისურვებდი, თითოეული პედაგოგის შრომა სათანადოდ იყოს დაფასებული“ - ნამიკოლაოს საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ნაჭყებია

„რაც დღეს პედაგოგს სჭირდება, ეს თანადგომაა“ - ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორის, ოთარ ვანაძე

„მასწავლებელი არის ადამიანი, რომელიც სიცოცხლის დაფასებას გვასწავლის“ - ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი პედაგოგებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება