სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ლიხაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ელექტრომაგიტური ველის ზემოქმედების შესახებ დარგის ექსპერტებმა და პროფესორებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს
17-11-2021
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის საჯარო სკოლაში სხვადასხვა საინტერესო აქტივობები ხშირად ტარდება, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ხალისით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა შედგა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებს ელექტრომაგნიტური ველის ზემოქმედების შესახებ სხვადასხვა საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიეწოდათ.

მოსწავლეებსა და პედაგოგებს დარგის ექსპერტები და ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები შეხვდნენ.

სკოლის მოსწავლეების უშუალო მონაწილეობით ელექტრომაგნიტური ველის სიდიდეების მაღალი სიზუსტის ინსტრუმენტული გაზომვები ჩატარდა. სკოლის ტერიტორიაზე გაზომვების შედეგად, როგორც შენობის შიგნით ასევე, შენობის გარე ტერიტორიებზე ელექტრო მაგნიტური ველის სიდიდეები ნორმის ფარგლებში აღმოჩნდა.​

სკოლას საჩუქრად გარემოსდაცვითი ლიტერატურა: გარემოსდაცვითი სახელმძღვანელოები, კომიქსები, ბროშურები და წიგნები გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრამ მოსწავლეებსა და პედაგოგებში დიდი ინტერესი გამოიწვია. სკოლის ხელმძღვანელობასთან და ეკოკლუბის წარმომადგენლებთან ერთად სტუმრებმა შემდგომი ნაბიჯები დაგეგმეს, რომლებიც სკოლაში განსახორციელებელ გარემოსდაცვით აქტივობებს გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვა“ ევროკავშირს და KFW-ს ფინანსური მხარდაჭერით პროექტს - „ოზურგეთის მოსახლეობის ინფორმირება ელექტრომაგიტური ველის ზემოქმედების შესახებ“ ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს შეხვედრები.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ლექტორების ხელფასი დამოკიდებული იქნება საათებისა და სტუდენტების რაოდენობაზე - „10 ლარიანი ანაზღაურება ერთ წელიწადში ვერ მიიღწევა“

„მოიმატებს ყველა ადამიანის ხელფასი, რომელიც საჯარო სკოლაშია დასაქმებული“...

კავკასიის უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს 

მეორადი ჩარიცხვებზე რეგისტრაცია დაიწყო - ინსტრუქცია, ცნობარი და ყველა მნიშნელოვანი დეტალი ცნობილია 

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

„ვისურვებდი, თითოეული პედაგოგის შრომა სათანადოდ იყოს დაფასებული“ - ნამიკოლაოს საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ნაჭყებია

„რაც დღეს პედაგოგს სჭირდება, ეს თანადგომაა“ - ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორის, ოთარ ვანაძე

„მასწავლებელი არის ადამიანი, რომელიც სიცოცხლის დაფასებას გვასწავლის“ - ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი პედაგოგებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება