სიახლეები
ეტალონი

„ეტალონში“ გამარჯვება მოსწავლისა და სკოლისთვის უდიდესი წარმატებაა“ - ხაშურის და წალკის „ეტალონი მოსწავლეები“ გამოვლინდნენ
15-11-2021
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონიდისტანციურ ფორმატში გრძელდება. პროექტი, ტრადიციულად, მოსწავლეების ცოდნის გაღრმავებასა და მათი მოტივაციის გაზრდაზე ზრუნავს. მასში მონაწილეობის სურვილს კი უფრო და უფრო მეტი მოსწავლე გამოთქვამს. ჩემპიონატი მთელ საქართველოს მოიცავს და მუნიციპალიტეტების მიხედვით მიმდინარეობს. 12 ნოემბერს კონკურსის მეორე ეტაპი ხაშურელი  და წალკელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ხაშურის და წალკის „ეტალონი მოსწავლის“  სტატუსი შალვა ჩაჩანიძემ და ნინი გურგულიანმა მოიპოვეს.

გამარჯვებულმა მოსწავლეებმა და სკოლის დირექტორებმა Etaloni.ge-სთან მათი წარმატების, პროექტის მიმდინარეობისა და მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს.

შალვა ჩაჩანიძე - „ხაშურის ეტალონი მოსწავლე“:

„პროექტებში იშვიათად ვმონაწილეობ, მაგრამ ოლიმპიადები მიყვარს და „ეტალონი“ მათ შორის გამორჩეული პროექტია. ამიტომაც „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატშიც შესაბამისად სულ ვმონაწილეობ. მეორე ტურამდე ყოველთვის მივდიოდი. წელს უკვე მე-11 კლასელი ვარ, გარკვეული ცოდნა  და გამოცდილებაც დამიგროვდა და ხაშურის „ეტალონი მოსწავლეც“ გავხდი. სიმართლე გითხრათ, თავდაპირველად ასეთ წარმატებაზე არ მიფიქრია, თუმცა ათეულში მოხვედრის იმედი მქონდა. ახლა ვემზადები იმისთვის, რომ შემდეგ ეტაპზე გაცილებით კარგი შედეგი ვაჩვენო და წარმატებას მივაღწიო. „ეტალონში“ გამარჯვებით საკუთარ თავს დავუმტკიცე, რომ რაღაც შემიძლია და უფრო მეტი მოტივაციაც მომეცა. „ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ბავშვებს ძალიან დიდ სტიმულს აძლევს, იმისთვის რომ სკოლის გარეთაც რაღაც გააკეთონ, ასევე მნიშვნელოვანი გამოცდილების მხრივაც. ადრე პროექტის ავტორი ბატონი გოჩა ტყეშელაშვილი ჩამოდიოდა და ისე გვესაუბრებოდა, რომ ყველა კომპლექსს გვიხსნიდა. დისტანციურად ჩატარებასაც თავისი დადებითი მხარე აქვს - ნაკლებად სტრესულ გარემოში ხარ. ბავშვებს ვურჩევ რომ იმედი არ დაკარგონ და  მიზანს აუცილებლად მიაღწევენ.  უკვე მესამე წელია გამოვდივარ და მოვახერხე, რომ ხაშურის „ეტალონი მოსწავლე“ გავხდი.

მაგული რიკაძე, ხაშურის N3 საჯარო სკოლის დირექტორი:

„ჩვენი სკოლა ყოველ წელს  აქტიურად მონაწილობას „ეტალონის“ ინტელქტ-ჩემპიონატში. ადრეც გვყავდა გამარჯვებული - ასევე ჩვენი სკოლის კურსდამთვარებული ბარბარე ჭყოიძე. ამჯერად კი შალვა ჩაჩანიძემ გვასახელა. ის ძალიან  წარმატებული მოსწავლეა და ახლაც ხაშურის „ეტალონი მოსწავლე გახდა“, რითაც ძალიან ვამაყობთ და კიდევ ბევრ წარმატებას ვუსურვებთ. შალვა ისეთი მოსწავლეა, რომელსაც, მითითებაც კი არ სჭირდება არაფერზე, როცა ტარდება „ეტალონი“ თავადვე პირველივე რეგისტრირდება. ეს არის ძალიან დიდი სტიმული და სხვა მოსწავლეებსაც უჩნდებათ მიბაძვის სურვილი. „ეტალონში“ გამარჯვება მოსწავლისა და სკოლისთვის უდიდესი წარმატებაა. 

ნინი გურგულიანი, „წალკის ეტალონი მოსწავლე“:

„ახლა მე-9 კლასში ვარ და უკვე მეორედ მივიღე „ეტალონში“ მონაწილეობა. ძალიან გამიხარდა, რომ გავხდი „წალკის ეტალონი მოსწავლე“. მეგონა რომ ვერ შევძლებდი, ამიტომ ახლა მეტი სტიმული მომეცა, რომ უფრო მეტ კონკურსში მივიღო მონაწილეობა და უფრო ვაჩვენო საკუთარი შესაძლებლობელი. „ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში ბავშვებისთვის, რადგან ბევრს რამეს ვსწავლობთ - კლასგარეშე იქნება ეს თუ სასკოლო პროგრამა და ასევე  საგანმანათლებლო კუთხითაც. დისტანციურად ჩატარებას ხელი არ შეუშლია, პირიქით - სახლში რომ ზიხარ და წყნარად აკეთებ მოცემულ ტესტს, დაძაბულიც არ ხარ, როცა დაკვირვების მომენტია მაშინ უფრო სტრესული გარემო იქმნება და იბნევი. ამ წარმატების შემდეგ კიდევ უფრო მეტს მოინდომებ, რომ შემდეგ ეტაპებზეც საუკეთესო შედეგი ვაჩვენო.

მარინე ბერიანიძე, წალკის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონი“ არის საუკეთესო შესაძლებლობა მოსწავლის შეფასებისა და თვითშეფასებისთვის, ამიტომ აქტიურად ერთვებიან. იმის მიუხედავად, რომ მცირეკონტინგენტიანი სკოლა ვართ და ზედა საფეხურზე არ გვყავს ბევრი მოსწავლე 50 ბავშვი მაინც ჩაერთო ჩვენი სკოლიდან. ათეულში 5 ბავშვი ჩვენი სკოლიდან მოხვდა, საიდანაც 1-ელი და მე-2 ადგილი ჩვენი იყო და ყოველთვის ასეთი კარგი შედეგი გვაქვს. ნინი საუკეთესო მოსწავლეა, იმის გარდა რომ ნიჭიერია, უზომოდ შრომისმოყვარე და მოწესრიგებულიცაა. საკმაოდ დიდი ხანია ამ პროფესიაში ვარ და ასეთი ბავშვი რამდენიმე თუ შემხვედრია, არაფორმალური განათლების მიმართულებითაც ძალიან აქტიურია. ვუსურვებ ძალიან ბევრ წარმატებას და მჯერა ასეც იქნება.

ლილი ზოიძე, წალკის N1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ნინი გურგულიანის დამრიგებელი:

„ნინი არის ძალიან შრომისმოყვარე და მოწესრიგებული, არის თავისი კლასის ლიდერი და ეს აისახა კიდევაც მის შედეგზე.  თავისი გამარჯვებით ძალინ გაგვახარა ყველა. რაც შეეხება „ეტალონს“, ბავშვებს ძალიან მოსწონთ, რადგან მხოლოდ ერთი მიმართულება არ აქვს, ინტერესით ეკიდებიან მოსწავლეები. ხელს უწყობს როგორც მოსწავლეთა ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში, ასევე არაფორმალურ განათლებას, რადგან  ყველა საგნის ცოდნის შეჯამებას მოითხოვს.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ხვალიდან სკოლები და ბაღები ისვენებს - ნახეთ, როდის განახლდება სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი

გამოცდის თითოეული ნაწილის მაქსიმალური ქულა და ტესტირების დრო ცნობილია

61 საბავშვო ბაღი, რომელიც ავტორისაციისთვის განაცხადს 2025 წელს გააკეთებს - სია და ინსტრუქცია

პედაგოგთა ნაწილი ყოველ თვე 50 ლარს მიიღებს - ვის ეხება და რას ითვალისწინებს მასწავლებელთა ფინანსური წახალისების წესი

პიროვნება

„თუ სკოლაში ტოლერანტობა და ემპათიაა - სწავლაც ადვილია“ - გარდაბნის №6 საჯარო სკოლის მასწავლებელი ლალი ნათიძე

„მომავლის სკოლა უნდა იყოს პროფესიონალი მასწავლებლებით დაკომპლექტებული“ - გარდაბნის N6 საჯარო სკოლის დირექტორი გულჩოხრა გუსეინოვა

„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მათთან მეგობრული ურთთიერობების დამყარება“

 

 

სკოლები
„ფსიქოაქტიური ნივთიერებები და ადამიანის ჯანმრთელობის“ შესახებ საინტერესო პრეზენტაცია ჩატარადა დაბა ასპინძის საჯარო სკოლაში
პრეზენტაციას ესწრებოდნენ ინგლისური ენის მასწავლებელი იზო დანელია და სკოლის დირექტორი დავით ნაჭრებია

მოსწავლეებმა პედაგოგთან ერთად ბულინგის სახეებსა და პრევენციის გზებზე ისაუბრეს

მოსწავლეებმა ღონისძიება ვაჰან ტერიანის ლექსის მიხედვით შექმნილი სიმღერით დააგვირგვინეს

საინტერესო

ისინი, ერთი შეხედვით, ნორმისგან განსხვავდება, თუმცა ყოველთვის გასათვალისწინებელია, რომ თითოეულ ქვეყანას თავისი კულტურა და ისტორია აქვს

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება