სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

ვინ და რის საფუძველზე ანიჭებს მოსწავლეს სსსმ სტატუსს და არის თუ არა მშობლის ნებართვა აუცილებელი?
13-11-2021
-
+


სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეა მოსწავლე, რომელსაც აქვს სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები, ვერ ძლევს შესაბამისი კლასისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მინიმალურ მოთხოვნებს და საჭიროებს ეროვნული სასწავლო გეგმის ადაპტაციას, ასევე ალტერნატიულ სასწავლო გეგმას და სპეციალურ საგანმანათლებლო მომსახურებას.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურება ხდება სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდის შეფასებისა და დასკვნის საფუძველზე, ასევე მულტიდისციპლინური გუნდის მიერ განისაზღვრება სსსმ მოსწავლისთვის ეროვნული სასწავლო გეგმის ადაპტაციის საჭიროება.

სსსმ მოსწავლე შეიძლება იყოს მოსწავლე, რომელსაც აქვს:

  • ფიზიკური შეზღუდვა;
  • ინტელექტუალური განვითარების დარღვევა;
  • სწავლის უნარის დარღევა;
  • სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის);
  • მეტყველების განვითარების დარღვევა;
  • ქცევითი და ემოციური დარღვევა;
  • გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება;
  • სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს;
  • ენობრივი ბარიერის გამო გამოწვეული სირთულეები სწავლაში.
როგორ ხდება სსსმ მოსწავლის გამოვლენა?

იმ შემთხვევაში, თუ კლასის დამრიგებელი მიიჩნევს, რომ მოსწავლეს თანატოლებთან შედარებით ძნელად სწავლობს, მისთვის საჭიროა ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიცირება ან სასწავლო გარემოსთან ადაპტაცია და ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა, დამრიგებელი ვალდებულია, ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სპეციალისტებს (სკოლაში ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე სკოლის დირექციას. ამის შემდეგ დირექცია ინფორმაციას აწვდის მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს და ორგანიზებას უწევს მოსწავლის კლასის დამრიგებლის, სკოლის დირექციის, ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტებისა და მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის შეხვედრას.

ინკლუზიურ განათლებაში ჩართული შესაბამისი სპეციალისტები საგნის მასწავლებლებთან ან კლასის დამრიგებელთან ერთად, მიმართვის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში აფასებენ მოსწავლის მოტორულ, კოგნიტურ, ფსიქოემოციურ, აკადემიურ, კომუნიკაციურ, სოციალურ, ქცევით, ფუნქციურ უნარებს და მოსწავლის მიერ სწავლასთან დაკავშირებით გამოხატული სირთულის პირველადი მართვის მიზნით შეიმუშავებენ რეკომენდაციებს მასწავლებლების, კლასის დამრიგებლის, სკოლის დირექციისა და მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლისათვის წარსადგენად.

მოსწავლის კლასის დამრიგებელი და მასწავლებლები ვალდებული არიან, შეასრულონ  ინკლუზიურ განათლებაში ჩართული შესაბამისი სპეციალისტების რეკომენდაციები. ასევე, აღნიშნული რეკომენდაციების საფუძველზე განსაზღვრონ და მიიღონ ყველა საჭირო ზომა მოსწავლის მიერ გამოხატული სირთულის პირველადი მართვის მიზნით.

იმ შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მოსწავლეს გამოხატული აქვს სწავლასთან დაკავშირებული სირთულე და მიუხედავად სკოლის მიერ გათვალისწინებული ზომების მიღებისა, ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მინიმალურ მოთხოვნებს 1-დან 2 თვის განმავლობაში, სკოლის დირექტორი სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისგან მოითხოვს მულტიდისციპლინური გუნდის მიერ მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეფასებას.

რა ინფორმაცია უნდა მიაწოდოს დირექციამ მშობელს? აქვს თუ არა მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს უფლება, უარი განაცხადოს ბავშვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეფასებაზე?

თუ მოსწავლეს სწავლაში სირთულეები შეხვდა და დირექცია ფიქრობს, რომ მას სსსმ სტატუსი სჭირდება, სკოლა ვალდებულია მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს მიაწოდოს შემდეგი სახის ინფორმაცია: 

  • მოსწავლის  მიერ სწავლასთან დაკავშირებით გამოხატული სიძნელეების აღწერა და დასაბუთება;
  • იმ ზომების აღწერა, რომლებიც სკოლამ მიიღო მოსწავლის მიერ სწავლასთან დაკავშირებით გამოხატული სიძნელეების მართვის მიზნით, მაგრამ არ აღმოჩნდა საკმარისი.

ამის შემდეგ მოსწავლის კანონიერი წარმომადგენელი სკოლას მიმართავს წერილობითი ფორმით და გამოხატავს თანხმობას მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეფასებასთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლის კანონიერი წარმომადგენელი ინფორმაციის გაცნობის შემდეგ არ არის თანახმა, შედგეს მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეფასება, ის სკოლის დირექტორს მიმართავს განცხადებით, რომელშიც ხელმოწერით ადასტურებს, რომ თავად იღებს პასუხისმგებლობას მოსწავლის სწავლის შედეგებზე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

პიროვნება
სკოლები

პირველკლასელებისთვის პირველი საანბანო გაკვეთილი საზეიმოდ წარიმართა

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

„​პატარა ხელებით დიდი საქმე გააკეთეს - მიწას ნერგები აჩუქეს, სამყაროს კი - კიდევ უფრო მეტი სიყვარული“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება