სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„რეგულაციებს ზედმიწევნით ვიცავთ“- უშაფათის საჯარო სკოლაში სწავლა შეუფერხებლად მიმდინარეობს
10-11-2021
-
+


სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ უშაფათის საჯარო სკოლაში სულ 75 მოსწავლე სწავლობს. სკოლის დირექტორის, პაატა გაბელიას თქმით, გაკვეთილებზე მოსწავლეების დასწრებაც ნორმალურად მიმდინარეობს. სკოლაში რეკომენდაციებს ზედმიწევნით იცავენ, რათა მოსწავლეებისა და პერსონალის ჯანმრთელობის უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული.

დირექტორი პაატა გაბელია etaloni.ge-სთან აღნიშნავს, რომ სკოლა ყველა საჭირო ჰიგიენური ინვენტარით არის აღჭურვილი.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს სოფელში ვირუსის შემთხვევები დაფიქსირდა, სკოლაში ჯერჯერობით კოვიდი არ ყოფილა, არც პედაგოგებში და არც მოსწავლეებში. სასწავლო პროცესი 4 ოქტომბერს განახლდა და მას შემდეგ სწავლა შეუფერხებლად მიმდინარეობს. მშობლები გაფრთხილებული გვყავს რომ თუ რაიმე ნიშანი ექნება ბავშვს, სკოლაში გამოცხადებისგან თავი შეიკავონ და შეტყობინება გააკეთონ. სკოლის გაცდენის მიზეზის დასახელებით მშობლები გვატყობინებენ, რომ კონკრეტული მოსწავლე გაკვეთილზე არ იქნება. ჯანდაცვის და განათლების სამინისტროების რეგულაციებს ზედმიწევნით ვიცავთ; გვაქვს დეზობარიერი, ხელის დასამუშავებელი სითხეები და მოსწავლეებს ყოველი აქტივობის შემდეგ ვუთითებთ, რომ ხელები სწორად და კარგად დაიმუშაონ. სკოლაში დაინფიცირების საფრთხე პრაქტიკულად არ არსებობს“, - ამბობს პაატა გაბელია.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

უფასოდ პედაგოგები, პენსიონერები და სხვა რისკჯგუფებს მიკუთვნებული მოქალაქეები აიცრებიან

პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება