სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ყველაფერს ვაკეთებთ, რაც ჩვენზეა დამოკიდებული“ - ნოსირის საჯარო სკოლაში რეგულაციებს ზედმიწევნით იცავენ
09-11-2021
-
+


სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირის საჯარო სკოლაში 285 მოსწავლე სწავლობს და ცოდნას საკლასო ოთახებში, კოვიდრეგულაციების სრული დაცვით, 4 ოქტომბრიდან შეუფერხებლად იღებს.

სკოლის დირექტორი მზიური ოდიშარია etaloni.ge-სთან საუბრობს, რომ სკოლაში კოვიდრეგულაციებს და მოთხოვნებს ზედმიწევნით იცავენ და ვირუსთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ინფორმაციას მოსწავლეებს ბროშურებითაც კი აცნობენ; ამასთანავე, მშობლებთან სკოლას მუდმივი კონტაქტი აქვს, რათა უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული.

„მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა, სკოლაში მოსწავლეები ჩვეულებრივ რეჟიმში რეგულაციების სრული დაცვით დადიან. სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში შეუფერხებლად მიმდინარეობს; რაც შეგვიძლია, ყველაფერს ვაკეთებთ - მოსწავლეებს ვირუსთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ინფორმაციას სპეციალური ბროშურების საშუალებით ვაცნობთ და ამასთანავე, მათ მშობლებთან მუდმივი კონტაქტი გვაქვს. ასევე, მანდატურის საშუალებით ვაკონტროლებთ, რათა სკოლის ტერიტორიაზე წესები სრულად იყოს დაცული. მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ სწავლების პერიოდში სასწავლო პროცესი მეტნაკლებად კარგად მიმდინარეობდა, მოსწავლეებს და ჩვენც, პედაგოგებს, რა თქმა უნდა, სასწავლო პროცესის დასწრებით რეჟიმში გაგრძელება გვირჩევნია და ამისთვის, რაც ჩვენზეა დამოკიდებული ყველაფერს ვაკეთებთ“.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება