სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

კიდევ 20 სკოლა დაიხურა - ნაწილობრივ დისტანციურ სწავლებაზეა 63 კლასი იმყოფება
04-11-2021
-
+


სამცხე–ჯავახეთის მხარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამცხე–ჯავახეთში, სრულად დისტანციურ სწავლებაზე 20 სკოლა, ნაწილობრივზე კი 17 სკოლის 63 კლასია გადასული.

2 ნოემბერის მონაცემებით, ახალციხის მუნიციპალიტეტში სრულად დისტანციურ სწავლებაზეა 10 სკოლა, მათ შორისაა ახალციხის N5, N2,N3,N4 და სოფლების: მინაძის, გურკელის, ვალის N1, სხვილისის, მუსხის და ურავლის საჯარო სკოლები.

ცალკეულ კლასებში დისტანიურად სწავლობენ შემდეგ სკოლებში: „მზექა“, ახალციხის N1 საჯარო სკოლა, ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლა, სოფელი ღრელის საჯარო სკოლა.

ნაწილობრივ დისტანციურ სწავლებაზეა ბორჯომის მუნიციპალიტეტის 3 სკოლა. მათ შორისაა N1, N4 და დაბა წაღვერის საჯარო სკოლები.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ნაწილობრივ დისტანიურად მხოლოდ  სოფელ განძის N2 საჯარო სკოლაში სწავლობენ.

დისტაცნიურად სწავლობენ ცალკეული კლასები ადიგენის მუნიციპალიტეტის 3 სკოლაში. ესენია: დაბა ადიგენის, უდის N1 და წახანის საჯარო სკოლები.

რაც შეეხება ასპინძის მუნიციპალიტეტს, აქაც დისტანციურად 6 სკოლის ცალკელულ კლასებში სწავლობენ. ესენია: დაბა ასპინძის, დამალის, ნაქალაქევის, ორგორის, ჭობარეთის და აწყვიტის საჯარო სკოლები.

სრულად ონლაინ რეჟიმზე სწავლობენ ახალქალაქის 10 სკოლაში, მათ შორისაა: N2, N3, N4, N5  საჯარო სკოლები, ასევე სოფლების: ვაჩიანის, მაჭატიას, სულდას, ალასტანის, ვარევანისა და მერენიას საჯარო სკოლებში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებმა შუალედური და საბოლოო ანგარიშები უნდა მოამზადონ - სამინისტრომ კადრების შერჩევა დაიწყო

მოსწავლის შეფასების სახეობები, ძირითადი ამოცანები და სისტემა 

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები

„სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც მოსწავლე თავისუფლად გამოხატავს საკუთარ აზრს“

 

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია კეთილგანწყობილი, ჯანსაღი გარემოს შექმნა“

 
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეზე ორიენტირებული ახალი სასკოლო-სასწავლო გეგმის შედგენა“
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება