სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ბავშვები დამპირდნენ, რომ აცრაზე მშობლებს და ბებია-ბაბუებს დაელაპარაკებიან - პაატა იმნაძე
04-11-2021
-
+


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდგომ განაცხადა,  რეგიონში სკოლებში გამართული შეხვედრებისას მოსწავლეები დაპირდნენ, რომ აცრების შესახებ ინფორმაციას მიიტანენ მშობლებამდე, ბებიებამდე და ბაბუებამდე. 

მისი თქმით, ძალიან კარგი იქნება საინფორმაციო წყაროს ერთ-ერთ საშუალებად სწორედ ბავშვები იყვნენ გამოყენებულნი. 

„რამდენიმე სკოლაში ვიყავი და ძალიან კარგი ბავშვები ვნახე, რომლებიც დამპირდნენ, რომ მიიტანენ ინფორმაციას აცრების შესახებ თავიან მშობლებთან, ბებიებთან და ბაბუებთან. ახალგაზრდებს მეტი საშუალება აქვთ, სოციალური მედიის საშუალებით გაეცნონ ინფორმაციას. საკმაოდ კარგად არჩევენ ერთმანეთისგან დეზინფორმაციას და ნამდვილ ინფორმაციას და ძალიან კარგი საშუალება იქნება ამ ბავშვების გამოყენება, რომ მათ რამენაირად შეძლონ დაარწმუნონ განსაკუთრებით ბებია-ბაბუები - აცრა იცავს მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას პირველ რიგში“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

სიახლეები

ძლიერი ნალექი, თოვლი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი - ეროვნული სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

როდის მრგვალდება მოსწავლის ქულა მთელის სიზუსტით და როდის არა

საბაზო საფეხური წარჩინებით 14 600-მა მოსწავლემ დაამთავრა - ბიუჯეტი

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები
„მადლობა, თითოეულ მოსწავლეს ამ ლამაზი და შინაარსიანი საღამოსთვის“
 
მარიამმა დამაჯერებლად გააცნო საერთაშორისო აუდიტორიას ქართული კულტურა და დამწერლობის ისტორია
 

გორელოვკის N2 საჯარო სკოლა​ში თარიღს გამორჩეულად გამოეხმაურნენ

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება