სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„2021-2022 სასწავლო წლის განმავლობაში სკოლაში კოვიდინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა“- სულორის საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ჩახუნაშვილი
04-11-2021
-
+


მისი აზრით, რა სჭირდებათ პედაგოგებს, რას ნიშნავს პასუხისმგებლობა და რა არის ყველაზე რთული კოვიდ-სიტუაციაში ? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სულორის საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ჩახუნაშვილი საუბრობს.

- სკოლაში იგრძნობა. . . 

- კარგი განწყობა, მიუხედავად ძალიან დაძაბული კოვიდ მდგომარეობისა ქვეყანაში და მათ შორის სკოლებშიც, 2021-2022 სასწავლო წლის განმავლობაში ჩვენს სკოლაში ჯერ-ჯერობით კოვიდინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

- მოსწავლეს სურს. . . 

- გარემო, სადაც იმყოფება იყოს კეთილგანწყობილი, მეგობრული, პოზიტიური და ა.შ.

- კოვიდ-სიტუაციაში ყველაზე რთულია. . . 

- კოვიდ-სიტუაციაში ყველაზე რთულია თავი აიყვანო ხელში და ავადმყოფმა ონლაინ გაკვეთილი ჩაუტარო მოსწავლეებს, ისე რომ მათ ცოდნის მაქსიმუმი მიაღებინო.

- პასუხისმგებლობა ნიშნავს. . . 

- შესაბამის ხარისხში აკეთებდე საქმეს, რაც გავალია. იყო საკუთარი თავის მიმართ მომთხოვნი.

- 10 წლის შემდეგ ვისურვებდი. . . 

- დალაგებულ, უსაფრთხო და ჯანმრთელ გარემოში ცხოვრებას.

- პედაგოგებს სჭირდებათ. . . 

- მეტი მონდომებით მოეკიდონ ტექნოლოგიების ფლობას (ჯერ კიდევ არის ზოგიერთისთვის ეს ხარვეზი), ვინაიდან ტექნოლოგიების მაღალ დონეზე ფლობა დღევანდელი მდგომარეობით აუცილებელია.

- სასკოლო საგნებს დავამატებდი. . . 

- სასკოლო საგნები დღევანდელი ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად მოიცავს თითქმის ყველა მიმართულებას; არჩევითი თუ ძირითადი ბლოკიდან, არაფერს დავამატებდი.

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება