სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო , წიგნები

გაბრიელ გარსია მარკესი და „მარტოობის ასი წელიწადი“
07-02-2018
-
+


ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც გარსია მარკესი თვრამეტი წლის იყო, სურდა დაეწერა რომანი, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა თავის პაპა-ბებიის სახლის ამბებზე, სადაც ის გაიზარდა.
 
იგი მტკიცედ განაგრძობდა ბრძოლას აზრებთან, ფიქრობდა წერის ხელსაყრელ სტილსა და იდეაზე. 
 
ერთ დღესაც, მან ამ ყველაფერზე პასუხი მაშინ მიიღო, როდესაც ოჯახთან ერთად მანქანით აკაპულკოსკენ მიემართებოდა. მარკესმა მანქანა გზიდან მოატრიალა და ოჯახი სახლში დაბრუნდა, რათა მას წერა დაეწყო. 
 
ავტომობილიც გაყიდა, რადგან იმ პერიოდში, როცა ის წერით იქნებოდა დაკავაბული, ოჯახს საარსებოდ ფული ესაჭიროებოდა. მაგრამ რომანმა იმაზე მეტი დრო წაიღო, ვიდრე ის ვარაუდობდა, თვრამეტი თვის მანძილზე მარკესი ყოველდღე წერდა. მისი მეუღლე საკვებს ნისიად იღებდა, ბინის მეპატრონისთვის კი ცხრა თვის ქირა დაუგროვდათ გადასახდელი. მას შემდეგ, რაც 1967 წელს წიგნი დაიბეჭდა, იგი მისი კომერციულად ყველაზე წარმატებული რომანი გამოდგა — მარტოობის ასი წელიწადი; გაიყიდა ნაწარმობის დაახლოებით 30 მილიონი ასლი. 

სიუჟეტი აღწერს ბუენდიების ოჯახის რამდენიმე თაობის ქრონიკებს, იმ დროიდან, რაც მათ ფიქციური სამხრეთამერიკული სოფელი მაკონდო დააარსეს, მათ ცხოვრებას და სირთულეებს, ინცესტის მაგალითებს, დაბადებებსა და გარდაცვალებებს. კრიტიკოსების მიერ მაკონდო ხშირად განზოგადებულია ლათინური ამერიკის სასოფლო დასახლებებთან ან მარკესის მშობლიურ ქალაქ არაკატაკასთან. 

რომანმა საყოველთაო პოპულარობა მოიპოვა, ავტორს კი 1972 წელს ნობელისა და რომულო გალიეგოსის პრემიები მოუტანა. რომანს ამერიკელი მწერალი უილიამ კენედი უწოდებდა „პირველ ლიტარატურულ ნაწარმოებს, ბიბლიის ერთ-ერთი წიგნის, „დაბადების“ შემდეგ, რომელიც მთელმა კაცობრიობამ უნდა წაიკითხოს“.

„მარტოობის ასი წელიწადის“ საპასუხოდ გამოქვეყნდა ლიტერატურული კრიტიკის ასობით სტატია და წიგნი. მიუხედავად იმისა, რომ წიგნმა მრავალი აღიარება მოიპოვა, გარსია მარკესს მის წარმატებაში მაინც ეჭვი ეპარებოდა. 

ერთხელ მან შენიშნა: „ბევრ კრიტიკოსს ავიწყდება, რომ ისეთი რომანი, როგორიცაა „მარტოობის ასი წელიწადი“, სულ მცირედითაა ოხუნჯობა, მაგრამ სავსეა ახლო მეგობრობის სიგნალებით; აქედან გამომდინარე, წიგნის შეფასებასთან ერთად, ისინი იღებენ მისი შიგთავსის გაშიფვრის პასუხისმგებლობას და საკუთარი თავების გასულელების რისკს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს

პიროვნება

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სტუმრები ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეობენ სასწავლო პროცესში

„გვჯერა, მაღალი აკადემიური თუ აღზრდითი შედეგების მიღწევა მხოლოდ მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობითაა შესაძლებელი“

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება