სიახლეები
სიახლეები

საათობრივი ბადე და მასწავლებლების სტატუსები - eSchool-ის 10-საფეხურიანი ინსტრუქცია პედაგოგებისთვის
03-11-2021
-
+


ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) საგაკვეთილო საათობრივი ბადის შექმნისთვის 10-საფეხურიანი ინსტრუქცია უნდა გაიარონ.

ემისი მასწავლებლებს აფრთხილებს, რომ დისტანციური ელექტრონული და დისტანციური ჰიბრიდული ბადე აქტიური ექნებათ, მხოლოდ იმ ვადით, რა ვადითაც სისტემაში ამის უფლებამოსილება საგანმანათლებლო რესურსცენტრმა მიანიჭა. ვადის გასვლის შემდგომ სისტემაში საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ აღნიშნული უფლებამოსილების განმეორებით მინიჭების შემთხვევაში, მასწავლებლებს გაუაქტიურდებათ ძველი ბადეები.

რაც შეეხება მასწავლებლის ანაზღურებას, მასწავლებლის სტატუსის დანამატის დაანგარიშება განხორციელდება დასწრებული ცხრილის შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნებისმიერი სახის ცვლილება, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მასწავლებლის სტატუსის დანამატის დაანგარიშებაზე, უნდა აისახოს დასწრებულ ცხრილშიც.

როგორ უნდა განახორციელოთ eSchool-ში გაკვეთილის ცვლილება ისე, რომ არ წაიშალოს გაკვეთილზე შეტანილი შეფასებები, დასწრება და ჩანიშნული ღონისძიებები:

  1. იმისათვის, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ უზრუნველყოს დისტანციური სასკოლო საათობრივი ბადის ასახვა ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool), აუცილებელია, რომ ხსენებულ სისტემაში ადმინისტრირების უფლების მქონე პირმა გაიაროს ავტორიზაცია.
  2. ავტორიზაციის გავლის შემდგომ, ადმინისტრირების უფლების მქონე პირმა ნავიგაციის პანელიდან უნდა შეარჩიოს მოდული „განრიგის შექმნა“.
  3. შესაბამისი ცხრილის შევსებისათვის აუცილებელია, რომ ადმინისტრირების უფლების მქონე პირმა „საკლასო საგნებში“ დაამატოს შესაბამისი გაკვეთილები (დასწრებული/დისტანციური).
  4. მოდულ „განრიგის შექმნაში“ შესაბამისი კლასისა და პარალელის არჩევის შემდეგ, ადმინისტრირების უფლების მქონე პირს შესაძლებლობა ექნება ასახოს როგორც დასწრებული, ასევე - დისტანციური. აქტიურია ის ცხრილი, რომელიც მონიშნულია მწვანე ფერით.
  5. შესაბამის ცხრილზე გადასვლის შემდგომ, ადმინისტრირების უფლების მქონე პირმა უნდა განახორციელოს თითოეული დღისათვის გაკვეთილების დამატება გაკვეთილის რიგითობის (ნომერი), საგნის, გაკვეთილის დაწყების თარიღის, გაკვეთილის სიხშირის, გაკვეთილის დაწყებისა და დასრულების დროის მითითებით.
  6. იმ შემთხვევაში, თუ სკოლას ჰყავს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე, რომელიც შესაბამის საგანს ძლევს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესაბამისად, რომელიც მას აძლევს უფლებას არ დაესწროს საგნისათვის განკუთვნილ ყველა გაკვეთილს, აუცილებელია, რომ აღნიშნული ინფორმაცია აისახოს შესაბამის ცხრილში. აღნიშნულის ასახვის მიზნით, ადმინისტრირების უფლების მქონე პირმა გაკვეთილის გასწვრივ უნდა შეარჩიოს ღილაკი „მოსწავლეების არჩევა“ და მოუხსენას მონიშვნა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს.
  7. არასწორად დამატებული გაკვეთილის წაშლის მიზნით, ადმინისტრირების უფლების მქონე პირმა შესაბამისი გაკვეთილის გასწვრივ უნდა შეარჩიოს ღილაკი „გაკვეთილის წაშლა“.
  8. იმ შემთხვევაში, თუ გაკვეთილის დამატების ეტაპზე არასწორად განხორციელდა გაკვეთილის საწყისი თარიღის განსაზღვრა, შესაბამისი გაკვეთილის გასწვრივ ადმინისტრირების უფლების მქონე პირმა უნდა შეარჩიოს ღილაკი „გაკვეთილის რედაქტირება“ .
  9. იმ შემთხვევაში, თუ ღილაკ „გაკვეთილის რედაქტირებით“ ადმინისტრირების უფლების მქონე პირი ვერ განახორციელებს სასურველ ცვლილებას, აუცილებელია გაკვეთილის გაუქმება და ახალი გაკვეთილის დამატება. გაუქმების მიზნით, ადმინისტრირების უფლების მქონე პირმა გაკვეთილის გასწვრივ უნდა შეარჩიოს ღილაკი „გაკვეთილის გაუქმება“ და მიუთითოს გაუქმების დღე, თუ რომელი დღიდან სურს აღნიშნული გაკვეთილის გაუქმება.
  10. გაუქმებული გაკვეთილების დამალვა ადმინისტრირების უფლების მქონე პირს შეუძლია ღილაკ „არააქტიური გაკვეთილების დამალვის“ გამოყენებით.
ინსტრუქცია დეტალურად იხილეთ ბმულზე.

კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

საგნის მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების აუცილებლობა და სწავლების მეთოდები - თამარ მახარაშვილმა დეტალებზე ისაუბრა

2026-2027 სასწავლო წელს 8 000-ით ნაკლები პირველკლასელი შევა სკოლაში - სამინისტროს ხარჯი 10 მილიონ ლარამდე შემცირდება, თვითმმართველობების გაიზრდება

„აბიტურენტების რეგისტრაცია მარტში დაიწყება... ჩამონათვალში თსუ და სტუ ცალ-ცალკე დახვდებათ, სხვა თეორიული შანსი არ არსებობს!“ - მინისტრის მოადგილე

განათლების სამინისტრო თავად გადაწყვტს რა ტიპის შეზღუდვებს დააწესებს

„პირველკლასელთა აკადემია“ - უნიკალური საგანმანათლებლო რესურსი, რომელიც მომავალ მოსწავლეებს სკოლისთვის ამზადებს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

მოსწავლეებმა როლები ოსტატურად მოირგეს

მოსწავლეებმა შერჩეული ლიტერატურა ხმამაღლა წაიკითხეს და ერთმანეთს წიგნის კითხვის სიხარული გაუზიარეს

საინტერესო

პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენება აკრძალა

შესვენების დროს მთავარი წესი ტექნოლოგიებისგან სრული გამოთიშვაა

სიახლეები
საზოგადოება