სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„პედაგოგების, ექიმების აცრა სავალდებულოდ მიმაჩნია“ - თენგიზ ცერცვაძე
03-11-2021
-
+


დღეს საქართველოში კოვიდინფიცირების 6 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა - ანტირეკორდი მოხსნილია და მოსახლეობაც ყოველდღიურად მორიგ „ლოქდაუნს“ ელის; თუმცა ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, მინისტრის მოადგილემ - თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ დამატებითი შეზღუდვების დაწესება ამ ეტაპზე არ იგეგმება.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა - თენგიზ ცერცვაძემ კი აღნიშნა, რომ გამოსავლად მიაჩნია პედაგოგებისთვის, ექიმებისთვის, ძალოვნებისთვის კოვიდზე აცრა გახდეს სავალდებულო:

„სამი ფაქტორი განსაზღვრავს ეპიდემიის გავრცელების მასშტაბებს: პირველი, ესაა პირბადის გამოყენება, რომლის პროცენტული მაჩვენებელიც საქართველოში ძალიან დაბალია; მეორე - მოსახლეობის ვაქცინაციით მოცვა, მესამე კი შეკრებებისგან თავის არიდება - რაც უკვე ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, ადრე იყო ქორწილები და ქელეხები, ახლა დაემატა მიტინგები

საქარველოში არსებობს ყველა პირობა, რომ ძნელი იყოს პანდემიის მართვა; ამას უშველის ერთი რამ - მოსახლეობამ გააცნობიეროს, რამხელა საფრთხის წინაშე ვდგავართ და გამოიყენოს ის შესაძლებლობები, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო და ქვეყნის ხელმძღვანელობა სთავაზობს.

აცრაზე უნდა მივიდეს არა სამი, არამედ 50 000 ადამიანი - უნდა იპოვოს მოსახლეობამ თავის თავში ამის ძალა - გამოსავლად მიმაჩნია, შემოვიღოთ არაპირადაპირი მანდატორიზმი, კოვიდპასპორტები და ასევე ცალკეული ჯგუფების - პედაგოგების, ექიმების, ძალოვნების აცრა მიმაჩნია სავალდებულოდ. პირდაპირ მივუთითებ ხელისუფლებას - გამკაცრდეს არსებული რეგულაციების კონტროლი“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება, გააჩნია, რამდენსაათიანი დატვირთვა აქვს პედაგოგს“

EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 

განახლებული წესები და მოთხოვნები მასწავლებლებისთვის - საშინაო დავალებები ელჟურნალში უნდა აიტვირთოს

სამინისტრო მოსწავლეებისთვის ლინზიან კომპასებს და რესპირატორებს ყიდულობს 

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება