სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ვარდისუბნის საჯარო სკოლა პროექტში „დავუბრუნოთ ნივთებს მეორე სიცოცხლე“ ჩაერთო
06-02-2018
-
+


ვარდისუბნის საჯარო სკოლა პროექტში „დავუბრუნოთ ნივთებს მეორე სიცოცხლე“ ჩაერთო. პროექტში დაწყებითი კლასების მოსწავლეები გაერთიანდნენ. 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის პედაგოგის, ლიანა გოგილაშვილისა და ხათუნა ასანიძეს მიერ დაწესებულ, ნივთებისთვის მეორე სიცოცხლის დაბრუნების პროექტში, მესამე კლასის პედაგოგის, მართა ტაბატაძეს მიერ შექმნილი ეკოკლუბის წევრები გაერთიანდნენ. მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობა პედაგოგებმა: ციური ღონღაძემ ,ლია სარალიძემ, ნათელა გორელიშვილმა და ნუნუკა კაპანაძემ მიიღეს. 

მართამ ეკოკლუბს გააცნო პროექტის აქტივობები , მისი თქმით, მსგავსი აქციებით ბავშვებს უმაღლდებათ ცნობიერება, ისინი სწავლობენ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღ გარემოში ცხოვრება. როგორც მართა აღნიშნავს, ეკო კლუბი, რამდენიმე თვის წინ შეიქმნა და ბავშვები პროექტის ფარგლებში ურთიერთობენ მოსახლეობასთან, ცდილობენ ყველა მოქალაქემდე მიიტანონ გზავნილი, რომ არ დააბინძურონ ის ტერიტორია, სადაც უწევთ ცხოვრება. მათ კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ უნდა იზრუნონ დედამიწის ეკოლოგიურ სისუფთავეზე და აქტიურადაც დაიწყეს შესრულება. 

მოსწავლეებმა უკვე მოაწყვეს აქცია სახელწოდებით „ასწავლე კეთებით...სისუფთავე შინ და გარეთ“ და ჩაატარეს დასუფთავების აქცია ,,ბუნების ჩივილი“. სკოლისა და სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეგროვებული ნაგავის ნაწილი დაწვეს, ნაწილი კი დაახარისხეს და ზოგიერთ ნივთს მეორე სიცოცხლე დაუბრუნეს. 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება