სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

შემაჯამებელი წერის ჩანიშვნა, აღდგენა და გაუქმება - ინსტრუქცია მასწავლებლებს ელექტრონულ ჟურნალში სამუშაოდ
01-11-2021
-
+


შემაჯამებელი წერის მიზანია, დაადგინოს მოსწავლის ცოდნა კონკრეტულ ეტაპზე, თუ რამდენად მიაღწია მასწავლებელმა  სტანდარტით გათვალისწინებულ შედეგს, რამდენად აითვისა მოსწავლემ განვლილი მასალა. მოსწავლეთა ცოდნის გასარკვევად და შესაფასებლად აუცილებელია, შემაჯამებელი გაკვეთილები ოფიციალურ დოკუმენტშიც ჩაინიშნოს.

ელექტრონულ ჟურნალში მუშაობას მასწავლებლები ჯერ კიდევ ეგუებიან. დასწრების და შეფასების გარდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ჟურნალში შემაჯამებელი წერების ჩანიშვნაა. ასევე შესაძლოა, ჩანიშნული შემაჯამებლის გაუქმება ან აღდგენა დაგჭირდეთ.

გთავაზობთ დეტალურ ინსტრუქციას, როგორ უნდა ჩანიშნოთ შემაჯამებელი გაკვეთილი, როგორ აღადგინოთ რამდენიმე მოსწავლისთვის და საჭიროების შემთხვევაში როგორ გააუქმოთ. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ ქვემოთ მოცემული ვიდეო ინსტრუქციებით.

შემაჯამებლის ჩანიშვნა - მასწავლებელს შეუძლია ჩვეულებრივი გაკვეთილი ჟურნალში შემაჯამებელ გაკვეთილად გარდაქმნას. ამისთვის საჭიროა, აირჩიოთ კალენდარში სასურველი კლასი, საგანი, დრო. მასზე დაჭერის შემდეგ გამოგიჩნდებათ ფანჯარა, სადაც ფანჯრის დახურვის X ღილაკის გვერდით ნაჩვენებია ე.წ. ქუდის ფორმის ლოგო. ღილაკზე დაჭერის შემდეგ გამოგიჩნდებათ შეკითხვა, „ნამდვილად გსურთ აღნიშნული გაკვეთილი იყოს შემაჯამებელი?“ თანხმობის შემთხვევაში აირჩევთ ღილაკი „დიახ“, რის შემდეგადაც თქვენს მიერ აღნიშნული გაკვეთილი შეიცვლის ფერს და ჩაინიშნება, როგორც შემაჯამებელი.

თუ გაკვეთილს შეუცვლის სტატუსს შემაჯამებელი წერით, შემაჯამებლის აღდგენის ჩანიშვნას (მოწვევას) შეძლებთ როგორც კლასისთვის, ასევე მხოლოდ იმ მოსწავლესთან/მოსწავლეებთან, ვინც არ იმყოფებოდა შემაჯამებელ გაკვეთილზე.

იმისთვის, რომ ჩანიშნოთ შემაჯამებელი წერის აღდგენა, საჭიროა კალენდარში დააჭიროთ ღონისძიების დამატების ღილაკს („+“ ზედა მარჯვენა კუთხეში) და აირჩიოთ „შემაჯამებლის აღდგენა“, რის შემდეგაც გამოჩნდება ფანჯარა, სადაც საჭიროა მიუთითოთ აღდგენის ჩატარების თარიღი და საათი, რომელი კლასის, რომელი საგნის შემაჯამებლის აღდგენა გსურთ, შემაჯამებელი წერა, რომლის აღდგენასაც ნიშნვათ და ასევე კომენტარი საჭიროების შემთხვევაში.

თუ შემაჯამებელი წერის გაუქმება გსურთ, საჭიროა, კალენდარში შემაჯამებელი წერის სტატუსის მქონე ღონისძიებას კვლავ შეუცვალოთ სტატუსი და გახადოთ გაკვეთილი. ამისათვის აირჩიეთ ჩანიშნული შემაჯამებელი, მასზე დაჭერისას გამოგიჩნდებათ ფანჯარა და აირჩევთ წაშლის ღილაკს.

ღილაკზე დაჭერის შემდეგ გამოგიჩნდებათ შეკითხვა „ნამდვილად გსურთ შემაჯამებელის წაშლა?“ დათანხმების შემთხვევაში თქვენი ღონისძიება შეიცვლის სტატუსს ანუ შემაჯამებელი გაუქმდება და ჩაინიშნება ჩვეულებრივი გაკვეთილი.

იხილეთ ვიდეო ინსტრუქციები:







კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სასკოლო ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავრადა - დაშავებულია 4 მოსწავლე

ავარია ექსკურსიაზე, დაშავებულია 4 მოსწავლე - შსს-მ გამოძიება დაიწყო

ვის ევალება ტრენინგებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება

NAEC-მა საგამოცდო პროგრამები და ტესტურ დავალებათა ნიმუშები გამოაქვეყნა 

პიროვნება

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

„ზოგჯერ ერთი სიტყვაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანს დიდი სიხარული აჩუქო“ - 

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება