სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

2016-2018 წლებში 18 000 მასწავლებელი გადამზადდება
24-10-2016
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს „მასწავლებელთა და სკოლის სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის“ ფარგლებში მიმდინარე ტრენინგებს გაეცნო.

ტრენინგებს ამჟამად მე 7-12 კლასების ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების, გეოგრაფიისა და ინგლისურის ენის მოქმედი პედაგოგები გადიან. პროექტის განმახორციელებელია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.

პროექტის სამიზნე ჯგუფის გადამზადება ორ ნაკადად განხორციელდება. 2016-2017 სასწავლო წელს გრძელვადიანი გადამზადების კურსს 9000 მასწავლებელი დაიწყებს. მასწავლებელთა მეორე ნაკადი კურსს 2017-2018 სასწავლო წელს გაივლის. ამჟამად საქართველოს მასშტაბით პედაგოგთა 114 ჯგუფის ტრენინგები მიმდინარეობს, ხოლო გასულ კვირას უკვე გადამზადდა 116 ჯგუფი. მასწავლებლები პირველ ეტაპზე ზოგადპროფესიული უნარების კურსის პირველ მოდულში - „მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს მახასიათებლები“, სკოლის ბაზაზე დატრენინგდებიან. ტრენინგები შაბათ-კვირას სკოლებში ჩატარდება. პირველი ტრენინგ-მოდული 12 საკონტაქტო საათისგან შედგება და მაქსიმალურად დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების გრძელვადიანი კურსი, მთლიანობაში ზოგადპროფესიული უნარების სამი მოდულისა და საგნობრივი მეთოდიკის მოდულისგან შედგება. კურსი თითოეული ნაკადისთვის 9 თვეზეა გაწერილი და მოიცავს ტრენინგზე შეძენილი ცოდნისა და უნარების პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობის კომპონენტებს, მათ შორის, გამოცდილების გაზიარების მიზნით, რეგიონულ დონეზე მასწავლებელთა შეხვედრების ორგანიზებას.

კურსს სერტიფიცირებული ტრენერები უძღვებიან, რომლებიც მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიულიგანვითარების პროექტისა და ტრენერთა სკოლის ფარგლებში, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს კონსულტანტების მიერ შემუშავებული პროგრამით გადამზადდნენ.

პროექტი ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ფინანსური მხარდაჭერითა და განათლებისა დამეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

განათლების სამინისტრომ კონკური გამოაცხადა - შერჩეული აპლიკანტები გრანტის სახით 35000 ლარს მიიღებენ

გაკვეთილების დაწყების მოქნილი განრიგი მოსწავლეთა კეთილდღეობისა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას იწვევს.

რა გამოცდილება და კვალიფიკაცია უნდა ჰქონდეს ძირითად მასწავლებელს - ახალი მოთხოვნები ცნობილია

სიახლე და საჩუქრები მოსწავლეებს „ავერსისგან“ და izrune.ge -გან

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა რატიანი პასუხობს

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

სკოლები

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს საქართველოში სახანძრო სამაშველო საქმიანობის ისტორია

საინტერესო

გაკვეთილების დაწყების მოქნილი განრიგი მოსწავლეთა კეთილდღეობისა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას იწვევს.

„მინდოდა სოფლის მეურნეობის მუშაკი ან ზოოტექნიკოსი გამოვსულიყავი... რაზე ოცნებობდა პატრიარქი ახალგაზრდობისას“

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება