სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ერთად ვაკეთებთ იმ დიდ საქმეს, რასაც მოსწავლის ინტელექტუალური განვითარება ჰქვია“-ჭალადიდის სკოლა izrune.ge-ს საქართველოს სუპერ სკოლის ტიტულს ატარებს
20-10-2021
-
+


ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლა izrune.ge-ს საქართველოს სუპერ სკოლის ტიტულს ატარებს.

სკოლაში სიგელი თვალსაჩინო ადგილას არის განთავსებული და ამაყობენ, რომ ამ ტიტულს ატარებენ.

სუპერ სკოლის დირექტორი ნანა ქარციძე აღნიშნავს, რომ ეს არა მხოლოდ სკოლის დირექციისა და მასწავლებლების არამედ მოსწავლეების და მათი მშობლების წარმატებაცაა. დირექტორი დასძენს, რომ მოსწავლეები ინოვაციური პროექტში დიდი აზარტით არიან ჩართულნი.

„უპირველესად მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ სიგელისთვის, ეს არა მარტო ჩვენი, მასწავლებლების, არამედ მოსწავლეებისა და მათი მშობლების წარმატებაცაა, ერთად ვაკეთებთ იმ დიდ საქმეს, რასაც მოსწავლის ინტელექტუალური განვითარება ჰქვია, პროექტი წელსაც წარმატებით გრძელდება, რომელსაც არათუ აკლდება მსურველები, არამედ ემატება კიდეც, იმხელა სურვილი და აზარტია, გაკეთებული გვაქვს სტენდი, რომელზეც წარმატებული „ეტალონელების“ ოქროს სიგელებს ვაქვეყნებთ, პროექტს დიდი ენთუზიაზმით ხელმძღვანელობს დაწყებითი კლასების მასწავლებელი, ქალბატონი ლალი ბანძელაძე, იგი ამავდროულად, ისტორიის სერტიფიცირებული მასწავლებელი გახდა და სხვადასხვა საგნობრივ კატეგორიაში ეხმარება აღსაზრდელებს.

ყველაზე აქტიური „ეტალონელია“ იოანე კახნიაშვილი, რომელსაც, როგორც დედა ნათია კახნიაშვილი ამბობს, თავდაპირველად ეზარებოდა ტესტზე მუშაობა, დამარცხებაც იგემა, მაგრამ დედის დახმარებით ყველა დაბრკოლება გადალახა დს დღეს დამოუკიდებლად მუშაობს, ის ლალი მასწავლებლის მოსწავლეა. ეს სიგელი საპატიო დაფაზეა გამოკრული და ხობში ერთია“, - აღნიშნავს ნანა ქარციძე.

სკოლის პედაგოგი და სასწავლო ნაწილი ნათია კახნიაშვილი კოლეგებსა და დირექტორს დამსახურებულ ტიტულს სიამაყით ულოცავს.

„ეს ჭალადისის სკოლაა და მე როგორც ამ სკოლის პედაგოგი/სასწავლო ნაწილი ამაყი ვარ, როდესაც ჩემს სკოლას „საქართველოს სუპერ სკოლის“ სტატუსი ენიჭება!!! გილოცავთ კოლეგებო, დარწმუნებული ვარ თითოეული თქვენგანი ჩემსავით ამაყი და ბედნიერია, გილოცავთ ქალბატონო ნანა, თქვენ „სუპერ სკოლის“ ძალიან კარგი დირექტორი ხართ, ვულოცავ ჩვენს მოსწავლეებს, მშობლებს და გისურვებთ კიდევ უამრავი წარმატებისთვის მიგვეღწიოს.მიყვარხართ და მიხარიხართ ყველა თქვენგანი, ვისაც მცირედი წვლილი მაინც მიგიძღვით ჩვენი სკოლის წარმატებაში...“,- ამბობს ნათია კახნიაშვილი.

აღსანიშნავია, რომ izrune.ge-მ გამოავლინა 2020-2021 სასწავლო წლის საქართველოს 100 სუპერ სკოლა, სადაც დირექცია და მასწავლებლები აქტიურად არიან ჩართული სასკოლო ცხოვრებაში, და განსაკუთრებულად ზრუნავენ თითოეულ მოსწავლეზე.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

Tik-Tok ლაივში გოგოს გამო დაწყებული ეჭვიანობის შედეგად, არასრულწლოვანი ბიჭი თანატოლს ფიზიკურად გაუსწორდა

ქარელის საბავშვო ბაღებში შეტანილი ხორცი უხარისხო აღმოჩნდა - დეტალები 

რეკომენდაციებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს

სტიპენდია 1000 ლარი ხდება - ვის ეხება ცვლილება

პედაგოგების ნაწილს საგნის გარდა, დამატებით გამოცდის ჩაბარება უწევს - მინისტრის ბრძანება მასწავლებლის მომზადების პროგრამაში ცვლილებებს ეხება

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

​უღრმესი მადლობა, ბესო კობახიძეს მასპინძლობისთვის“

ეს იყო დღე, რომელმაც ერთდროულად გააერთიანა სიხარული, სიამაყე და განშორების ცრემლები

გაკვეთილის ფარგლებში მოსწავლეებმა პრაქტიკულად წარმოადგინეს პროგრამის ძირითადი შესაძლებლობები

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება