სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხარაგაულის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები „ხარაგაულის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის იბრძოლებენ
20-10-2021
-
+


ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებმა მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ „ხარაგაულის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის იბრძოლებენ.

ჩემპიონატის მეორე ეტაპზე წარმატებით გადავიდნენ შემდეგი მოსწავლეები :

  • ქეთევან მანჯავიძე;
  • თეო ჭიპაშვილი;
  • მარიამ თაბუკაშვილი;
  • ნიკოლოზ შარიქაძე;
  • ნოდარი ებანოიძე; 
  • ლუკა კალანდაძე.
მისი ყოვლადუსამღვდელოესობის მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი და წმ.ანდრია პირველ წოდებულის სახელობის გიმნაზიის რექტორი მეუფე მელქისედეკი(ხაჩიძე) და აღმასრულებელი დირექტორი დეკანოზი პავლე (ცერცვაძე) ულოცავენ მოსწავლეებს ამ დიდ წარმატებას:

„გილოცავთ ჩემო საყვარელო და საამაყო გიმნაზიელებო მეორე ეტაპში გადასვლას:  ქეთევან მანჯავიძე (XI კლასი), თეო ჭიპაშვილი (X კლასი) მარიამ თაბუკაშვილი (IX კლასი), ნიკოლოზ შარიქაძე (IX კლასი), ნოდარი ებანოიძე (VIII კლასი) და ლუკა კალანდაძე (VIII კლასი). წინსვლა და წარმატებები ჩემო საყვარლებო“,-  აღნიშნულია მისალოც წერილში.

შეგახსენებთ, რომ 19 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ხარაგაულელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ხარაგაულელი მოსწავლე „ეტალონისა“ და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისაგან სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 74 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს „ხარაგაულის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 22 ოქტომბერს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაიმართება. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება, გააჩნია, რამდენსაათიანი დატვირთვა აქვს პედაგოგს“

EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 

განახლებული წესები და მოთხოვნები მასწავლებლებისთვის - საშინაო დავალებები ელჟურნალში უნდა აიტვირთოს

სამინისტრო მოსწავლეებისთვის ლინზიან კომპასებს და რესპირატორებს ყიდულობს 

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება