| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მოსწავლეთა მშობლებს ელექტრონულ ჟურნალში შვილების აკადემიური მოსწრების ნახვა შეუძლიათ. ამისთვის საჭიროა, მშობელი დარეგისტრირდეს შესაბამის ვებგვერდზე და თვალი ადევნოს ელექტრონულ ჟურნალს. სიახლე ხელმისაწვდომი და მოსახერხებელია ყველასთვის. თუ აქამდე დასაქმებულ მშობლებს ნიშნების სანახავად სკოლაში მისვლა და მასწავლებლებთან კომუნიკაცია უჭირდათ, დღეს მათ შვილების გასაკონტროლებლად მხოლოდ ინტერნეტი სჭირდებათ.
როგორ უნდა დარეგისტრირდეს მშობელი ელექტრონულ ჟურნალში?
რეგისტრაციისთვის უნდა შეხვიდეთ ვებგვერდზე https://onlineschool.emis.ge/auth. უნდა აირჩიოთ ღილაკი „მშობლის რეგისტრაცია“, ჩაწეროთ პირადი ნომერი, რის შემდეგადაც ეკრანზე გამოჩნდება მობილურის ნომერი, სადაც მოგივათ დასტურის კოდი. დასტურის კოდის ჩაწერის შემდეგ ახალ ორ ფანჯარაში ჩაწერთ ახალ პაროლს. პაროლი უნდა შეიცავდეს მინიმუმ რვა სიმბოლოს და უნდა ერიოს რიცხვებიც.
თუ თქვენი ნომერი არასწორად იქნება მითითებული ან საერთოდ არ ეწერება ნომერი, უნდა მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას.
შეგახსენებთ, რომ ელექტრონული ჟურნალის წარმოება 2021-2022 სასწავლო წლიდან სავალდებულო გახდა, მატერიალური ჟურნალი კი საერთოდ გაუქმდა. მშობლებს, ვებგვერდზე https://onlineschool.emis.ge/auth რეგისტრაციის შემდეგ, შვილების ნიშნებისა და დასწრების ნახვა ნებისმიერ დროს შეუძლიათ.
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას