სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეს, სტიპენდიატ ემზარ დარახველიძეს აგლი აბზიანიძის სახელობის სტიპენდიის დამაარსებლები შეხვდნენ
18-10-2021
-
+


ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლას აგლი აბზიანიძის სახელობის სტიპენდიის დამაარსებლები ესტუმრნენ და მოსწავლეებს და ახალ სტიპენდიანტ ემზარ დარახველიძეს შეხვდნენ. 

აღსანიშნავია, რომ ღვაწლმოსილი მასწავლებელი აგლი აბზიანიძე ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლ პედაგოგი გახლდათ. სკოლაში არის მისი სახელობის კაბინეტიც.

„აგლი აბზიანიძე, ამ სახელსა და გვარში ჩვენი სკოლის თითქმის მთელი ისტორიაა ჩატეული, რადგან იგი მარტო ის მასწავლებელი კი არ იყო, ვინც წლების წინ ახლად დაარსებული ფიზიკა-მათემატიკის სკოლის სათავესთან იდგა, არამედ ადამიანი, რომელმაც დიდად განსაზღვრა სკოლის ავტორიტეტი. გარდა იმისა, რომ იყო მათემატიკის შესანიშნავი პედაგოგი, იყო აღმზრდელიც, რომელმაც წარუშლელ კვალი დატოვა აღზრდილების ცხოვრებაში.  

რამდენიმე წლის წინ, როცა სკოლაში ქალბატონი აგლის სახელობის მათემატიკის კაბინეტი გაიხსნა, მისმა შვილებმა, ბატონმა ვაჟა და ქალბატონმა ქეთევან ჯუღელმა დედის სახელობის სტიპენდია დაარსეს წარჩინებული მოსწავლისათვის, რამაც ხელი შეუწყო მათ მოტივაციას. წელსაც მობრძანდნენ სკოლაში ბატონი ვაჟა, ქალბატონი ქეთევანი და ბატონი მერაბ კვიცარიძე (სამივე ფიზიკა-მათემატიკის სკოლის კუსდამთავრებული), შეხვდნენ მოსწავლეებსა და ახალ სტიპენდიანტ ემზარ დარახველიძეს (მე-8 ე კლასი, დამრიგებელი ანა წურწუმია), წარმატებები უსურვეს მას და ყველას, ვისთვისაც განათლების მიღება უპირველეს ინტერსს წარმოადგენს და ერთი კარგი გაკვეთილის ტოლფასად აჩვენეს, რას ნიშნავს კარგი დედის შვილობა და როგორ წაადგება ქვეყანას მეგობრული ოჯახის სიკეთე“,- აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

წამყვანი და მენტორი მასწავლებელის ახალი პასუხისმგებლობები და კომპეტენციები

ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლეთა მონაცემები 75 წლამდე შეინახება - ვის აქვს მონაცემებზე წვდომა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

მოსწავლის ნაშრომი შეირჩა საუკეთესოთა შორის და გამოქვეყნდა ამავე სახელწოდების წიგნში

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება