სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N200 საჯარო სკოლაში საგანგებო სიტუაციების დროს საჭირო ქცევის წესების სწავლება ჩატარდა
15-10-2021
-
+


თბილისის N200 საჯარო სკოლაში საგანგებო სიტუაციების დროს საჭირო ქცევის წესებისა და რეაგირების შესახებ ცნობიერების ასამაღლებელი სწავლება ჩატარდა. 

სწავლება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა განახორციელეს. 

აღნიშნული ღონისძიება კოვიდრეგულაციების სრული დაცვით გაიმართა.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა საგანმანათლებლო დაწესებულებაში ცნობიერების ასამაღლებელი სიმულაციური სახანძრო-სამაშველო ოპერაცია განახორციელა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ქალაქ თბილისის №200 საჯარო სკოლაში საგანგებო სიტუაციების დროს საჭირო ქცევის წესებისა და რეაგირების შესახებ ცნობიერების ასამაღლებელი სწავლება განახორციელა.
სიმულაციური სწავლება, რომელიც კატასტროფების რისკის შემცირების საერთაშორისო დღეს სიმბოლურად დაემთხვა, პრაქტიკული ღონისძიებების დემონსტრირების გარდა, სკოლის პედაგოგებისა და ამავე სასწავლო დაწესებულების აღსაზრდელი შშმ ბავშვებისთვის საგანგებო სიტუაციების დროს საჭირო ქცევის წესების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგის ჩატარებას ისახავდა მიზნად. ღონისძიება კოვიდრეგულაციების მკაცრი დაცვით გაიმართა.
სწავლების ფარგლებში, მეხანძრე-მაშველებმა წინასწარი სცენარის მიხედვით, „დაშავებულები“ სხვადასხვა მეთოდით გამოიყვანეს შენობიდან, ასევე, რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში ურბანულ ხანძარზე მოქმედების დემონსტრირებაც მოხდა.
ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმებთან დაახლოების მიზნით, საქართველოს მხრიდან ნაკისრ ვალდებულებათა ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აღნიშნული ტიპის სწავლებებს სისტემატურად ატარებს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვთა სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება