სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეტალონი“ არაფორმალური განათლების კუთხით აუცილებელი პროექტია“ - ყაზბეგში ინტელექტ-ჩემპიონატის პირველი ეტაპი გაიმართა
13-10-2021
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში გრძელდება. 12 ოქტომბერს კონკურსის პირველი ეტაპი ყაზბეგელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. 

პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მეორე ეტაპზე გადასული მოსწავლეები. ამასთან, ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ყაზბეგელი მოსწავლე „ეტალონისა“ და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიისაგან სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება. 

ყაზბეგის სკოლების დირექტორებმა Etaloni.ge-სთან პროექტის მიმდინარეობისა და მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს.

დიანა ქუშაშვილი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეს პროექტი პირველი წელი არაა, რაც „ეტალონი“ საქართველოს მასშტაბით და მათ შორის, ჩვენს სკოლაშიც ტარდება. მოსწავლეების მხრიდან დაინტერესება და ჩართულობა ყოველთვის მაღალი იყო. ახლა ჩემი სკოლის მოსწავლეები მეორე ეტაპზეც გადავიდნენ. ვფიქრობ, რომ „ეტალონი“ არაფორმალური განათლების კუთხით, ძალიან საჭირო, მნიშვნელოვანი და აუცილებელი პროექტია. ის მაღალორგანიზებული და ინტელექტუალურია, რა მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანია. მათი გონებრივი განვითარებისა და მოტივაციის ასამაღლებლად. „ეტალონი“ მოსწავლეებს ცოდნის გაღრმავების სურვილს უღვიძებს, ისინი გამარჯვებისკენ სწრაფვას სწავლობენ.“

ხათუნა ქუქიშვილი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისციხეს საჯარო სკოლის დირექტორი:

„საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი მოსწავლეების შემეცნებითი თვალსაწიერის გაფართოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მთელი სკოლა მოხარული ვართ ასეთი პროექტის არსებობით. ჩვენი სკოლის მოსწავლეები „ეტალონში“ გასულ წლებშიც აქტიურად ერთვებოდნენ. სკოლა მცირეკონტინგენტიანია და ზოგიერთ კლასში თითო მოსწავლეა, ზოგიერთში ორი და ამ შემთხვევაშიც კი ბავშვებში „ეტალონის“ მიმართ ინტერესი ყოველთვის დიდია.“

ეკა ჩაბაიძე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ჩვენი სკოლიდან მეორე ეტაპზე 6 მოსწავლე გადავიდა. ბავშვები ყოველ წელს მონაწილეობენ. ჩემი აზრით, ასეთი პროექტები ძალიან კარგია, მოსწავლეები უფრო მობილიზებულები არიან, უფრო მეტს კითხულობენ და ზოგადად, პროექტი მოსწავლეთა განვითარებას უწყობს ხელს. გასულ წლებშიც არაერთ წარმატებას მივაღწიეთ - ერთხელ მუნიციპალიტეტის მასშტაბით პირველი ადგილი ავიღეთ, ერთხელ მეორე ადგილი.“

ანზორ ხვედელიძე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლის დირექტორი:

„პროექტი გადასარევად მიმდინარეობს, ჩვენ დიდი ხანია, რაც „ეტალონში“ ჩართული ვართ. ძალიან კარგი პროექტია, რაც მეტი იქნება „ეტალონთან“ კავშირი და ურთიერთობა, მით უკეთესი მოსწავლეებისთვის. ბავშვები ძალიან ინტერესდებიან აღნიშნული პროექტით, აქტიურად ერთვებიან და სხვადასხვა საკითხზე კარგად მუშაობენ.“

ნინო თურქიაშვილი, სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია-პანისიონის საქმის მწარმოებელი:

„ეტალონის“ საქმიანობა ყველა მიმართულებით მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ეს ბავშვების განათლებასა და განვითარებას ეხება. რა თქმა უნდა, ყველა პროექტი მნიშვნელოვანია. ბავშვები მონდომებულები არიან, რომ ყოველთვის ჩართულები იყვნენ და შესაბამისად, სკოლის დირექციაც ყველაფერს აკეთებს, რათა მოსწავლეებს ხელი შეუწყოს. რა მიმდინარე პროექტებიც ჰქონია „ეტალონს“ ყველაფერში აქტიურად არიან ჩართულები. მადლობა „ეტალონს“ რომ არსებობს და კიდევ ერთი ნათელი წერტილი აქვთ ბავშვებს, სადაც ცოდნას თავიანთი ინტერესების შესაბამისად იღრმავებენ.“


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება