სიახლეები
ინტერვიუ

„იყო წარმოდგენა, რომ დირექტორი სულ კაბინეტში უნდა ყოფილიყო“ - მარინა მაჭარაშვილი, წერეთლის საჯარო სკოლის დირექტორი
06-10-2021
-
+


ვიდრე დირექტორი გახდებოდა, პედაგოგობის გრძელი და საინტერესო გზა გაიარა. ჯერ კიდევ სტუდენტობისას აიხდინა ოცნება და მასწავლებლად დაიწყო მუშაობა - წლებია, რაც ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის თაობებს, პარალელურად კი წარმატებით ასრულებს დირექტორის მოვალეობას. საუბარი მარინა მაჭარაშვილზეა, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთლის საჯარო სკოლის დირექტორზე, რომელიც etaloni.ge-ს საკუთარ კარიერაზე და არაერთ საინტერესო თემაზე ესაუბრა.

მარინა მაჭარაშვილი: 1994 წელს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად დავიწყე მუშაობა ამავე სკოლაში, თან მაშინ მე-5 კურსის სტუდენტი ვიყავი - უნივერსიტეტში ისეთი ცხრილი შემიდგინეს, მუშაობაში ხელს არ მიშლიდა. მაშინ 21 წლის ვიყავი, გამოუცდელი, თუმცა სკოლაში ძალიან კარგი კოლექტივი დამხვდა; საკუთარი გამოცდილება გამიზიარეს და როგორც გუნდის წევრი ისე მიმიღეს. თავიდანვე მაღალ კლასელებს ვასწავლიდი და წლების მანძილზე ბევრი რამ თავადაც ვისწავლე ბავშვებისგან.

შემდეგ დავინიშნე დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად, ხოლო 2007 წელს ჩავაბარე დირექტორების გამოცდები და სამეურვეო საბჭომაც ამირჩია დირექტორად.  2013 წელს თავიდან ჩავაბარე გამოცდები და ახლა ვარ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, რადგან დამიმთავრდა ხელშეკრულება. გარდა კარიერისა, მყავს ორი ვაჟი, ორივე დაოჯახებული და ერთი შვილიშვილი.

- რატომ გადაწყვიტეთ პედაგოგობა?

- ყოველთვის მომწონდა ეს პროფესია, თან დედაც პედაგოგი მყავდა - სასწავლო ნაწილი იყო მთელი ცხოვრების მანძილზე. მისი რჩევაც იყო, მასწავლებელი ვყოფილიყავი და სწორად მოვიქეცი, რომ მას დავუჯერე - თან ჩემი ოცნებაც ავიხდინე.

- საგაკვეთილო საათები დღემდე გაქვთ?

- დიახ, მაქვს. ვთვლი, რომ დირექტორი უნდა შედიოდეს გაკვეთილზე, რადგან კარგად ეცნობა იმ პრობლემებს, რაც სასკოლო გარემოშია - ბავშვებთანაც უფრო ამყარებს ურთიერთობას. ადრე იყო წარმოდგენა, რომ დირექტორი სულ კაბინეტში უნდა ყოფილიყო და თითქოს მას ცალკე სამყარო ჰქონდა. რეალურად ასე არაა და მიხარია, რომ ეს სტერეოტიპი დავამსხვრიე. სრულიად სასკოლო საზოგადოებასთან: მოსწავლე, მშობელი, მასწავლებელი, ტექნიკური პერსონალი და ასე შემდეგ, მეგობრული დამოკიდებულება მაქვს. ჩემთან ნებისმიერ დროს მოდიან ბავშვები, ვსაუბრობთ სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის მათ პრობლემებზე, რომელსაც ერთად ვაგვარებთ. საბედნიეროდ, ჩემს მასწავლებლებსაც იგივე დამოკიდებულება აქვთ მოსწავლეებთან - ერთ გუნდად შეკრული კოლექტივი ვართ.

- როგორ მიმდინაროებს სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში?

- 15 სექტემბერს დისტანციურად დაიწყო ახალი სასწავლო წელი, თუმცა 4 ოქტომბრიდან საკლასო ოთახებში გაგრძელდა სწავლა-სწავლების პროცესი. მთავრობის ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, სასიხარულო იყო მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვის და მშობლებისთვის. სკოლა მომზადებული შეხვდა დასწრებით სწავლებას - მატრიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვილი და ვირუსის პრევენციისთვის ყველა რეგულაციის დაცვით. შენობაში განთავსებულია: სადეზინფექციო ხსნარები, დეზობარიერები, გარე ვენტილაციის მეშვეობით ნიავდება საკლასო ოთახები, მოსწავლეებს შორის დისტანცია კონტროლდება მასწავლებლების, მანდატურის სამსახურის და მშობლები მიერ. მოკლედ, ყველა რეგულაციას ზედმიწევნით ვასრულებთ.

დისტანციურმა  სწავლებას თავისი შედეგი ჰქონდა, მაგრამ შედარება არც შეიძლება სასკოლო გარემოში სწავლებასთან - მოსწავლეები საკლასო ოთახში ბევრად კონტაქტურები და ჩართულები არიან.

- როგორ დახვდით პირველკლასელებს?

- ძალიან მოვინდომეთ და გავულამაზეთ გარემო, ფერადი ბუშტებით გავაფორმეთ საკლასო ოთახები, სკოლა; ასევე, გადავეცით კომპიუტერები და ყველანაირად ვეცადეთ მათთვის ეს მნიშვნელოვანი დღე დასამახსოვრებელი ყოფილიყო.

- მხოლოდ პირისპირ სწავლება თქვენს სკოლაში?

- დიახ, ყველა მოსწავლემ დასწრებითი ფორმატი აირჩია და საკლასო ოთახებში მიმდინარეობს სწავლა-სწავლების პროცესი.

- რამდენად შეძლებთ დასწრებითი სწავლების ფორმატის შენარჩუნებას?

- თუ, არ იქნება ინფიცირების ბევრი შემთხვევა, რა თქმა უნდა, შევძლებთ. რეგულაციებსაც მკაცრად იმიტომ ვიცავთ, რომ ეს ფორმატი შევინარჩუნოთ და დისტანციურზე გადასვლა არ გახდეს სავალდებულო. პედაგოგების 85 პროცენტიც აცრილია და ჩვენი მხრიდან სრული მზაობაა სასკოლო გარემოში, რომ გაგრძელდეს სწავლება. გასულ სასწავლო წელს ყოველ მეორე კვირას ვიტესტებოდით პედაგოგები, ახლა კი, კვირაში ერთხელ დავიტესტებით - პირველი ტესტირების შედეგებით არც ერთ პედაგოგს არ დაუდასტურდა ვირუსი.  

- ემოციური იყო მოსწავლეებისთვის სკოლაში დაბრუნება?

- რა თქმა უნდა, ძალიან უხაროდათ. ჯერ კიდევ დისტანციური სწავლების დროს მივაწოდეთ მათ ამის შესახებ ინფორმაცია და ისეთი გამოხმაურება მოჰყვა ამ ამბავს, რომ იმ დღეს ონლაინ-გაკვეთილები ვერ ჩავატარეთ - სიხარულისგან აჟიტირებულები იყვნენ ბავშვები.

- თქვენი კოლექტივის 85% ვაქცინირებულია და რამდენად სწორად მიგაჩნიათ პედაგოგებისთვის ვაქცინა სავალდებულო, რომ გახდეს?

- ჩემი კოლექტივიდან ყველა საკუთარი სურვილით  აიცრა. მათ ჩათვალეს, რომ ეს იყო მათი მოქალაქეობრივი ვალდებულება. იქედან გამომდინარე, რომ ბავშვებთან მაქვს კონტაქტი და ასევე, სკოლის ხელმძღვანელი ვარ, ჩემთვის სავალდებულოდ მივიჩნიე. პედაგოგების ნაწილი ჩემზე ადრე აიცრა, ეს მათი გადაწყვეტილება იყო - ძალიან ინდივიდუალურია. ძალდატანებით არა თუ ვაქცინაციის, არამედ არაფრის გაკეთება შეიძლება. უბრალოდ, თუ ჩვენ, პედაგოგებს გარკვეული პასუხისმგებლობა გვაქვს მოსწავლეებთან, მათი უსაფრთხოებისთვის ვალდებულებიც ვართ, რომ ავიცრათ.

- უსაფრთხო გარემოსთვის მხოლოდ, მასწავლებლების აცრა საკმარისია?

- რა თქმა უდნა, როგორც მასწავლებელი, ასევე მშობელიც უნდა იყოს ვაქცინირებული, თუმცა მაინც ინდივიდუალური გადასაწყვეტია - მშობელმა თავად უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება, ვერავის მიუთითებ და მოსთხოვ აცრას.

- ქალბატონო მარინა, როგორ ფიქრობთ, მასწავლებლების გამოცდები რეალურად ადასტურებს მასწავლებლის კომპეტენციას?

- ზოგადად, რადგან სქემაში წერია, კომპეტენციის დასადასტურებლად მასწავლებელს კომპეტენციის დასადასტურებლად საგნის გამოცდის ჩაბარება სჭირდება, მაშინ ეს ეტაპი ყველამ უნდა გაიაროს. თუმცა, კომპეტენციისთვის მხოლოდ გამოცდა არაა საკმარისი - სასკოლო გამოცდილებაც საჭიროა: რამდენად შეგიძლია ბავშვეთან კონტაქტი, მათთან უკუკავშირის დამყარება და მიღება, ცოდნის გადაცემა მოსწავლისთვის და ასე შემდეგ. ჩემთან ყველა პედაგოგი სერტიფიცირებულია - პრაქტიკოსი აღარ გვყავს. ერთსულოვანი კოლექტივი ვართ და მიხარია, რომ ამ ყოველივეს წარმატებით გავართვით თავი.

- პრაქტიკოსების დაუსრულებელ გამოცდებზე რას ფიქრობთ?

- მასწავლებელი, რომელიც მოქმედია და წლებია, რაც სკოლაში მუშაობს, აუცილებლად უნდა აიღოს მინიმუმ ერთი კრედიტი.

- გაგიჭირდებოდათ პრაქტიკოსი მასწავლებლის სკოლიდან გაშვება?

- ეს რთული საკითხია და კი, გამიჭირდებოდა -ადამიანთან, რომელთანაც წლებია მუშაობ მარტივი არაა უთხრა, რომ წავიდეს. მაგრამ არსებობს ვალდებულებები მოსწავლეების და იმ პედაგოგების წინაშე, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს გამოცდები. შესაბამისად, ეს არ იქნებოდა ჩემზე დამოკიდებული - კანონი დამავალდებულებდა. საბედნიეროდ, მე არ მომიწევს ამ გადაწყვეტილების მიღება, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ჩემს პედაგოგებს.

- მესამე თაობის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში ჩართული ხართ?

- გვიან ჩავერთეთ და ჯერ პრაქტიკა არ გვაქვს. გავიარეთ ტრენინგები, რომლებიც გარკვეულწილად სიახლე იყო ჩვენთვის. „ახალი სკოლის მოდელი“ კარგია სხვა სკოლის კოლეგებთან კომუნიკაციის დასამყარებლად და ამ ყოველივემ მართლაც, რომ დადებითი როლი ითამაშა სასკოლო კულტურაში - მასწავლებლები ერთმანეთს უზიარებდნენ საკუთარ გამოცდილებას.

- ელექტრონული ჟურნალი წელს გამართულად მუშაობს?

- ზოგადად, ელექტრონულ ჟურნალს მასწავლებლებმა კარგად აუღეს ალღო, რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს -  პრობლემა არ შეგვქმნია. წინასწარ გვაფრთხილებენ, როცა ხარვეზია  და დამატებითი სამუშაოები მიმდინარეობს, ჩვენც ამ ყოველივეს მოწესრიგების შემდეგ ვიწყებთ მის გამოყენებას.

კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს

რა დოკუმენტები უნდა წარადგინოთ რესურსცენტრში - 17 ივნისი ბოლო ვადაა

რომელ საჯარო სკოლებში შეივსო ადგილები ყველაზე სწრაფად

 

პედაგოგებს ტესტირების შედეგების მიხედვით შეარჩევენ, მასწავლებელთა გადამზადება დაიწყო - სამინისტრო დეტალებზე

მეწყერი, სეტყვა, ქარი... - გარემოს სააგენტოს გაფრთხილება

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

სკოლები

„ამ დღის ორგანიზებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით სკოლის დირექტორს – ნუნუ ჭონქაძეს, ხელოვნების პედაგოგს – რამაზ შეყილაძეს და სპორტის მასწავლებელს – ხათუნა მოდებაძეს“

გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებიც დირექციამ სიგელებით დააჯილდოვა

მოსწავლეთა მოთხრობილი მუსიკალური ამბები მეტად სახალისო სანახავია.

საინტერესო

პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს

ჯოზეფი იცნობს ბერძნულ ანბანს და ამჟამად, სწავლობს მორზეს კოდს და პერიოდულ სისტემას

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

სიახლეები
საზოგადოება