სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

მასწავლებელი, სუპერ გმირებიანი მაისურით და სამახსოვრო I დღე პირველკლასელებთან
04-10-2021
-
+


სასწავლო წლის დაწყებიდან ორ კვირაზე მეტი გავიდა, თუმცა სკოლაში მოსწავლეები დღეს პირველად მივიდნენ. განსაკუთრებით ემოციური, ეს დღე პირველი კლასის მოსწავლეებისთვის და მათი პედაგოგებისთვის იყო. კოვიდ-რეგულაციების მიუხედავად, ბუშტებით მორთულმა კლასებმა და მასწავლებლების მიერ გაკეთებულმა სხვადასხვა ტიპის საჩუქრებმა პირველი კლასის მოსწავლეებზე საოცარი შთაბეჭდილებები მოახდინა. სკოლის შესაყვარებლად პირველი ნაბიჯები უკვე გადადგეს მასწავლებლებმა.

გთავაზობთ, ერთ-ერთ საჯარო სკოლაში დამრიგებლის მიერ  პირველი კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარებულ კრეატიულ აქტივობებს, რომლის შესახებაც ინფორმაცია მშობელმა მოგვაწოდა.

„სწავლის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე მასწავლებელმა მოსწავლის ფოტოები და  მათ შესახებ მცირე ინფორმაციის გაგზავნა გვთხოვა - როგორც აღმოჩნდა, ეს ინფორმაცია პედაგოგს, არა მხოლოდ მოსწავლეების გასაცნობად, არამედ მათ აღსაფრთოვანებლად სჭირდებოდა.

მასწავლებელმა ყველა მოსწავლის ფოტო თავისი ხელით დახატა და პირველ დღეს ყველა ბავშვს გადასცა, რამაც მოსწავლეების პირველი აღტაცება გამოიწვია. ჩემი შვილი სახლში ბედნიერი და გაოცებული დაბრუნდა, ვერ ხვდებოდა, საიდან იცოდა მასწავლებელმა როგორ გამოიყურებოდა.  მერე ბუშტები დაურიგა, სადაც მოსწავლეებს საკუთარი სახელები დააწერინა და ასევე, ფერადი ფურცლები გადასცა და სთხოვა პლუსები დაესვათ იმაზე რაც არ უყვარდათ, სია კი შემდეგნაირად გამოიყურებოდა: ადრე გაღვიძება, სუპი, ფაფა... შემდეგ ეს ფურცლები დააკუჭინა და ნაგვის ურნაში გადააყრევინა. ორი საიდუმლოც გაანდო, რომელიც არავისთვის უნდა ეთქვათ - ადრე გაღვიძება მეც არ მიყვარს და მაკდონალდსის საჭმელები მიყვარსო.

დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, იმანაც რომ მასწავლებელს მოსწავლის საყვარელი სუპერ გმირები ჰქონდა მაისურზე დაპრინტული და ის ეცვა. ბავშვებს საყვარელი გმირების მასწავლებლის მაისურზე დანახვა ძალიან გაუხარდათ. ერთი სიტყვით რომ გითხრათ, ძალიან ბედნიერი დაბრუნდა ჩემი შვილი და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის მასწავლებელს“.

დარწმუნებენულები ვართ, დღეს არაერთი საოცარი ემოცია განიცადეს სკოლაში ბავშვებმა განსაკუთრებით კი დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა. etaloni.ge სკოლაში დაბრუნებას ულოცავს ყველა მოსწავლეს და მასწავლებელს და წარმატებულ, მშვიდობიან წელს უსურვებს.



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება