სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა დაევალათ სკოლებს ახალი რეკომენდაციების მიხედვით
01-10-2021
-
+


განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კერძო და საჯარო სკოლებს განახლებული რეკომენდაციები გადაუგზავნა. რა პირობები უნდა დააკმაყოფილონ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა სასწავლო პროცესის შენობაში გასაახლებლად და რა ვალდებულებები დაეკისრა სკოლებს.

დისტანციური სწავლების მოდელიდან პირისპირ სწავლების მოდელზე გადასვლისას, მნიშვნელოვანია მიღებული იყოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც დაიცავს თითოეული მოსწავლის განათლების უფლებას თანასწორად, დაცული იქნება სკოლაში მასწავლებლების, მოსწავლეების, ადმინისტრაციის წარმომადგენლების და ტექნიკური პერსონალის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა. შესაბამისად, სკოლა ვალდებულია:

  • სამინისტროს მიერ შესყიდული რესურსები მოსწავლის ჯანმრთელობის დაცვისა და სკოლაში უსაფრთხო სასწავლო პროცესის წარმართვის მიზნით ეფექტიანად გამოიყენოს;
  • სკოლის ადმინისტრაცია პასუხისმგებელია სკოლის წყალმომარაგებაზე, სანიტარიასა და ჰიგიენაზე;
  • წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემის არარსებობის, ან წყლის შეფერხებებით მიწოდების შემთხვევაში, სკოლას უნდა გააჩნდეს წყლის რეზერვუარი (ავზი), როგორც სასმელი, ისე - ტექნიკური წყლით;სასმელი წყალი, რომელიც ხელმისაწვდომია მოსწავლეებისა და სკოლის პერსონალისათვის;
  • სკოლის სველ წერტილებში (საპირფარეშო, წყლის ნიჟარა, სამზარეულო) მუდმივად იყოს თხევადი საპნის, ხელის საშრობი და ტუალეტის ქაღალდის მარაგი;
პირისპირ სწავლების პირობებში სკოლაში პირბადით უნდა გამოცხადდნენ როგორც დაწყებითი(I-IV) კლასების, ისე საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეები.

2021-2022 სასწავლო წელი პირველკლასელებისთვის 4 ოქტომბრიდან პირდაპირ საკლასო ოთახში დაიწყება, მეორედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეები კი სწავლას დისტანციურიდან დასწრებით ფორმატში გააგრძელებენ. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დასწრებითი სწავლება საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლაში აღდგება.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება