სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

„სკოლების დახურვის გამო, ბავშვების უმეტესობა ვერასდროს დაეწევა სასწავლო პროგრამას“ - UNICEF-ის განცხადება
17-10-2021
-
+


გაეროს ბავშვთა ფონდი მიესალმება სასწავლო პროცესის სკოლებში განახლებას და აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია მთავრობამ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ სწავლა ონლაინ რეჟიმზე აღარ გადავიდეს. უწყების მიერ გავრცელებულ განცადებაში აღნიშნულია, სკოლის დახურვა გავლენას ახდენს მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზე, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, ამიტომ სამთავრობო უწყებებმა მაქსიმალურად უნდა შეუწყონ ხელი სწავლის დასწრებით რეჟიმს.

„მნიშვნელოვანია, მთავრობამ, ადგილობრივმა თვითმმართველობებმა და სკოლების ადმინისტრაციამ ხელი შეუწყონ დასწრებულ სწავლებას და გაატარონ აუცილებელი ზომები, რომ შეამცირონ ვირუსის გავრცელება, რაც მოიცავს საწმენდი საშუალებების, საპნის, სუფთა წყლის, დამცავი საშუალებების უზრუნველყოფას, ასევე სოციალური დისტანციის დაცვას.

გაეროს ბავშვთა ფონდი აგრძელებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან თანამშრომლობას მასწავლებლების ვაქცინაციის მიზნით. მასწავლებელთა ვაქცინაცია მნიშვნელოვანია, რადგან ის მათ იცავს ინფიცირებისაგან და შესაძლებლობას აძლევს მუშაობა საკლასო ოთახებში განაგრძონ“,- აღნიშნულია განცხადებაში. 

გაეროს ბავშვთა ფონდი ყურადღებას ამახვილებს სკოლის მნიშვნელობაზე და აღნიშნავს, რომ 
სკოლები ცენტრალურ როლს თამაშობს ბავშვების განვითარების, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაში. სკოლის გარეთ ბავშვებს მეტი საფრთხე ემუქრებათ, ვიდრე სკოლაში ყოფნისას. ამას სამი ძირითადი მიზეზი აქვს:

  • სკოლის დახურვა გავლენას ახდენს მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზე, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე მათი განვითარების კრიტიკულ ეტაპზე, რაც თითოეულ ბავშვზე, მათ ოჯახზე და მათ ეკონომიკური მდგომარეობაზე შეუქცევად კვალს ტოვებს. ამ ბავშვებიდან ბევრი ვერასდროს დაეწევა სასწავლო პროგრამას.
  • რისკების შემცირების ზომების გამოყენების შემთხვევაში, სკოლები ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოა. უახლესი მტკიცებულებები მოწმობს, რომ სკოლები არ არის COVID-19– ის გამავრცელებელი საზოგადოებაში და COVID-19 არ წარმოადგენს მაღალ რისკს ბავშვებისთვის.
  • სკოლების დახურვას ყველაზე დიდი უარყოფითი გავლენა აქვს ყველაზე დაუცველ ბავშვებზე, რომლებსაც ნაკლებად აქვთ წვდომა დისტანციურ სწავლებაზე და რომლებიც უფრო მეტად არიან ძალადობის, ჩაგვრის, უგულებელყოფის, ბავშვთა შრომისა და სხვა რისკების წინაშე.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება