სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

ქართული ხელნაწერის ტრადიცია და წიგნის ხელოვნების ისტორია
30-01-2018
-
+


ქართულ ხელნაწერ ტრადიციასა და წიგნის ხელოვნებას 16-საუკუნოვანი ისტორია აქვს.  მისი წარმოშობა და შემდგომი ცვლილება უკავშირდება საქართველოს საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებას. მნიშვნელოვანია, რომ ქართული ხელნაწერი წიგნი არ შექმნილა მსოფლიო ცივილიზაციისაგან მოწყვეტილ გარემოში.

ქართულმა ხელნაწერმა წიგნმა დღემდე შემოინახა ადრეული ქრისტიანული მწერლობის ისეთი ძეგლები, რომელთა სხვაენოვანი ტექსტები - ბერძნული, სირიული, არაბული, კოპტური, ლათინური, სომხური თუ სლავური - დღეისათვის დაკარგულად ითვლება. ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში მან გაიზიარა მცირე და ახლო აღმოსავლეთისა და ბიზანტიის წერილობითი კულტურების გამოცდილებაც.

საეკლესიო-სამონასტრო ცხოვრების სახელმწიფოებრივმა მნიშვნელობამ განაპირობა წიგნის გადაწერისა და შექმნის საქმეში მაღალი ფეოდალური წრის ფინანსური ჩართვა. წიგნი იქცა სახელმწიფოებრივი და კულტურული სტატუსის ერთ-ერთ მთავარ საყრდენად, რამაც ხელი შეუწყო ფორმითა და დანიშნულებით განსხვავებული ხელნაწერების არსებობას.

შუა საუკენეების ქართული მწიგნობრობა და წერილობითი კულტურა, პოლიტიკური ცხოვრების შესაბამისად, ორიენტირებული იყო არა მხოლოდ ქრისტიანული აზროვნების შემეცნებისაკენ, არამედ მისთვის ცნობილი და უახლოესი მეზობელი (ისლამური სპარსულ-არაბული) წერილობითი კულტურების გაცნობისკენაც.

გვიან შუა საუკუნეებში ქართულმა სამწიგნობრო ტრადიციამ ყურადღება ევროპული ტენდენციებისა და გამოცდილებისაკენ მიმართა. ევროპულ კულტურასთან კავშირმა ხელი შეუწყო ქართული ხელნაწერი წიგნის გრავირებისა და ბეჭდვითი საქმის განვითარებას.

დღეისათვის ცნობილია ქართული ხელნაწერი წიგნის 11 ათასამდე ეგზემპლარი, რომლებიც ინახება როგორც საქართველოს, ასევე უხოეთის უმნიშვნელოვანეს წიგნსაცავებში. ამათგან უმთავრესი საცავი და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებაა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი.



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლების შემოწმება დაიწყო - NAEC 2027 წლის ეროვნულებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

მასწავლებლებს პროფესიული განვითარების დეტალები და რეკომენდაციები გააცნეს

პროფესიული სტანდარტის 6 პუნქტი, რომელსაც პროფესიული განათლების მასწავლებლი უნდა აკმაყოფილებდეს

ვინ წყვეს სკოლების დანგრევის, რებილიტაციისა და მშენებლობის საკითხს - მთავრობამ სია გამოაქვეყნა 

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება