სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

რა უნდა გაითვალისწინონ მასწავლებლებმა მოსწავლეების ჯგუფებად დაყოფის დროს - იხილეთ კრიტერიუმები
03-02-2018
-
+


სოციალური (კოოპერატიული და თანამშრომლობითი) სწავლების დროს ხდება მოსწავლეთა დაჯგუფება. 

მათ ეძლევათ საზიარო კომპლექსური დავალება, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეების ჩართვას თანამშრომლობაში, დავალებების შესასრულებლად ერთობლივ ძალისხმევას. 

ჯგუფური დავალებები მოსწავლეებისაგან ამოცანების ერთობლივად გადაჭრას ან საერთო პროდუქტის შექმნას უნდა მოითხოვდეს. 

ჯგუფების ფორმირების დროს მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი კრიტერიუმები: 

(1) ჯგუფებს უნდა მიეცეთ ისეთი კომპლექსური ამოცანები, რომლებიც მოითხოვს ურთიერთთანამშრომლობას. ჯგუფის წევრებმა უნდა აღიქვან, რომ მათი წარმატება ერთმანეთზეა დამოკიდებული. ეს ზრდის ჯგუფის წევრების თანამშრომლობას. თანამშრომლობის მისაღწევად რეკომენდებულია ჯგუფისთვის ჯილდოს დაწესება, მოსწავლეების წახალისება, სამუშაოს დანაწილება და სხვა. ჯგუფის წევრები უნდა იღებდნენ საერთო შეფასებას: ჯგუფები ასრულებენ საერთო დავალებას (მაგ. პროექტი) და მისი წევრები იღებენ ერთნაირ შეფასებას. 

(2) ჯგუფური ამოცანები უნდა იყოს სასწავლო საგნის ამოცანებისა და მიზნების შესაბამისი. 

(3) ჯგუფური მუშაობისთვის გამოდგება ისეთი ამოცანები, რომელთა გადაჭრის სხვადასხვა გზა არსებობს. ასეთი ამოცანები მოსწავლეებს აძლევს მსჯელობის საშუალებას. მაგალითად, ჯგუფებს ეძლევათ დავალება, რომ გადაჭრან გარკვეული პრობლემა. ყოველი ჯგუფი მუშაობს დავალებაზე. აყალიბებს საერთო აზრს და ამზადებს პრეზენტაციას, რომელსაც წარმოადგენს ჯგუფის ერთ-ერთი წევრი. სხვადასხვა ჯგუფის შედეგები შედარდება ერთმანეთს და იმართება დისკუსია მთელი კლასის მონაწილეობით. 

(4) ჯგუფებს უნდა მიეცეთ ისეთი სირთულის ამოცანები, რომლებიც შეესატყვისება მოსწავლეების სააზროვნო და სოციალურ უნარ-ჩვევებს (ჯგუფში მუშაობის გამოცდილებას). ჯგუფებს თავდაპირველად ეძლევათ შედარებით იოლი ამოცანები, რომლებიც თანდათან რთულდება. 

(5) ჯგუფებს უნდა მიეცეთ ისეთი დავალებები, რომლებიც ხელს უწყობს ჯგუფის წევრებს შორის შრომის სამართლიან დანაწილებას. მაგალითად, ჯგუფს ეძლევა დავალება, რომ დაწეროს ჯგუფური პროექტი საზოგადოებრივ მეცნიერებაში. თითოეული ისტორიული წყაროს შესწავლაზე პასუხისმგებელია ჯგუფის ერთი წევრი. შემდგომ ისინი ერთად ამზადებენ საბოლოო ნამუშევარს. 

(6) ჯგუფებს შორის უნდა არსებობდეს შეჯიბრის შესაძლებლობა, რაც უზრუნველყოფილია დაჯილდოებით, წახალისებით და გარეგანი მოტივაციის სხვა მექანიზმებით.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება