| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხვალ, საქართველოში ახალი სასწავლო წელი დისტანციურად იწყება. ზესტაფონის N1 საჯარო სკოლა სწავლის დაწყებას მომზადებული ხვდება. სკოლის დირექციის წევრები და დირექტორი ნონა გორგოძე სასკოლო საზოგადოებას საგანმანათლებლო პროცესის განახლებას დიდი სიყვარულით ულოცავენ.
„ჩვენო საყვარელო მოსწავლეებო, მასწავლებლებო და მშობლებო გილოცავთ მნიშვნელოვანი მოვლენის - ახალი სასწავლო წლის დაწყებას! გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობასა და წარმატებას.
ეს დღე, 2021 წლის 15 სექტემბერი, განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი და უჩვეულოა, რადგან სკოლის კედლების ნაცვლად სასწავლო პროცესს დისტანციურ რეჟიმში განვაახლებთ. მსოფლიოში შექმნილმა ეპიდემიოლოგიურმა მდგომარეობამ ბოლო ორი წლის განმავლობაში არაერთი გამოწვევის წინაშე დაგვაყენა, მიუხედავად ამისა, ყველამ ერთად: მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და მშობლებმა შევძელით ის, რომ განვლილმა სასწავლო წელმა უამრავი წარმატებით დაგვამახსოვრა თავი, გვასახელეს ჩვენმა კურსდამთავრებულებმა და მათთვის სასურველ უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ, ეს ტრადიცია გაგრძელდება და მე-12 კლასის მოსწავლეები, რომელთათვისაც მოსწავლეობის ხანა სრულდება, გამოიყენებენ თავიანთ შესაძლებლობებს და ღირსეულ პიროვნებებად ჩამოყალიბდებიან.
ჩვენი საუკუნოვანი, სახელოვანი სკოლის მეორე ასწლეულის გარიჟრაჟზე მისი ისტორიის ფურცლებზე, გვჯერა, ოქროს ასოებით ჩავწერთ კიდევ ბევრი გამარჯვების შესახებ, ყველა სირთულეს გადავლახავთ, ახალ გამოწვევებს წარმატებით გავუმკლავდებით და დიდი ცოდნით, სიახლეებით, საინტერესო მოვლენებით დავასრულებთ 2021-2022 სასწავლო წელსაც.
მოუთმენლად ველოდებით დღეს, როცა ავახმიანებთ ჩვენი საყვარელი სკოლის თბილ კედლებს. იმედი მაქვს, ძალიან მალე სხვა სინამდვილე დადგება- მშვიდობიანი და ბედნიერი“,- აღნიშნულია სკოლის დირექციისა და დირექტორის ნონა გორგოძის მისალოც წერილში.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას