სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

სკოლის ექიმის სტანდარტი კვლავ არ დამტკიცებულა - სასწავლო წელი ხვალ იწყება, სამედიცინო ოთახი კი სკოლების ნაწილისთვის სავალდებულოა
14-09-2021
-
+


„სკოლის ექიმის სტანდარტი რამდენიმე დღეში დამტკიცდება და დღედღეზე დაეგზავნება სკოლებს, დოკუმენტი ყველასთვის საჯარო გახდება და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზეც აიტვირთება“ - ამის შესახებ etaloni.ge-ს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელ ხაზზე განუცხადეს.

მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის 15 სექტებრისთვის საჯარო სკოლებს, რომლებსაც 1000-ზე მეტი მოსწავლე გყავთ, სამედიცინო კაბინეტის მოწყობა კანონით დაევალათ, ჩხენკელის უწყებას სკოლის ექიმის სტანდარტი არ დაუმტკიცებია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სკოლების ნაწილს ექიმის პოზიციაზე ვაკანსია გამოცხადებული აქვს და თავისი მოთხოვნებიც მითითებული აქვს რამდენად შეესაბამება მათი მოთხოვნები სამინისტროს მიერ შემუშავებულ, თუმცა ჯერ არდამტკიცებულ სტანდარტს, ამას დოკუმენტის გამოქვეყნებამდე ვერ ვიტყვით, თუმცა ფაქტია,სკოლები ექიმის პოზიციაზე ვაკანსიებს აცხადებენ.

ზოგადი განათლების შესახებ კანონში, შესული ცვლილების მიხედვით, საჯარო საჯარო სკოლებს, რომლებსაც 1000-ზე მეტი მოსწავლე ჰყავთ, სამედიცინო კაბინეტის მოწყობა 2021 წლის 15 სექტემბრამდე ევალებათ; ყველა სხვა დანარჩენს კი - 2022 წლის 15 სექტემბრამდე. აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ სასწავლო წელს სამედიცინო კაბინეტი 603  სკოლაში ფუნქციონირებდა.

კანონპროექტის ავტორი პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტია. და როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, სახელმწიფო ჯამში 22 მილიონ ლარზე მეტს გამოყოფს იმისთვის რომ სკოლები სამედიცინო კაბინეტებით იყოს აღჭურვილი.

„2022 წლის 15 სექტემბრამდე სამედიცინო სივრცეები უნდა შეიქმნას 1605 საჯარო სკოლაში (ზოგიერთ საჯარო სკოლას გააჩნია ორი შენობა. მათ შორის არის რამდენიმე სკოლა, რომელთა შენობები ერთმანეთისაგან საკმაო მანძილით არის დაშორებული, რის გამოც საჭირო იქნება ორი სამედიცინო პუნქტი). თითოეული სამედიცინო სივრცის აღჭურვას ესაჭიროება საშუალოდ 14 018 ლარი, რომელშიც შედის რემონტი და შესაბამისი ინვენტარი (მაგიდა, სკამები, კარადა და ა.შ.) აგრეთვე აუცილებელი სამედიცინო პრეპარატები. შესაბამისად დარჩენილი შენობების სამედიცინო პუნქტებით აღჭურვისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით საჭირო იქნება დაახლოებით 22,5 მლნ. ლარის გამოყოფა. ამ თანხით სამედიცინო პუნქტების შექმნა და აღჭურვა მოხდება ეტაპობრივად ორი წლის განმავლობაში, 2021 და 2022 წლებში“, - წერია დოკუმნეტში.

მიუხედავად საჭიროებისა, დღესდღეობით სკოლის ექიმზე მოთხოვნა დიდი არაა, თუმცა ვაკანსიები მაინც ცხადდება ვებგვერდზე http://teacherjobs.ge. ახალი სასწავლო წლისთვის სულ 25-მა სკოლამ გამოაცხადა ვაკანსია სკოლის ექიმის თანამდებობაზე.

სკოლის ექიმისადმი მოთხოვნები და მისი ფუნქციები კი ასეთია:

სკოლის ექიმი უზრუნველყოფს:

ა) პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას;

ბ) ჯანმრთელობის ხელშეწყობის/უზრუნველყოფის აქტივობების დაგეგმვა/განხორციელებას;

გ) ჯანმრთელობის შესაძლო საფრთხეებზე ადეკვატურ რეაგირებას;

დ) მშობლის, მასწავლებლისა და მოსწავლეების ინფორმირებას ჯანმრთელობის დაცვასა და დაავადებების პრევენციასთან დაკავშირებულ საკითხებზე;

ე) სკოლის სანიტარულ - ჰიგიენური პირობების დაცვაზე ზრუნვას.

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ სავალდებულო მოთხოვნებს:

  • სასურველია ჰქონდეს სახელმწიფო სერთიფიკატი საექიმო სპეციალობაში - „საოჯახო მედიცინა“ ან „პედიატრია“ ან „თერაპევტი“;
  • ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს სამომხმარებლო დონეზე;
  • იცოდეს სახელმწიფო ენა.
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით მოთხოვნებს:

  • გააჩნდეს ბოლო 10 წლის განმავლობაში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი;
  • ჰქონდეს ექიმის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ჰქონდეს პირველადი ჯანდაცვის სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
  • დამთავრებული ჰქონდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამედიცინო ფაკულტეტი;
  • ცხოვრობდეს (ფაქტიური საცხოვრებელი ადგილი) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლის) ადმინისტრაციულ საზღვრებში;
  • მონაწილეობდეს უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში (უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამები, კონფერენციები და სხვა, (საექიმო სპეციალობის ფარგლებში).
ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • საექიმო სპეციალობაში/სპეციალობებში სახელმწიფო სერტიფიკატის ასლ(ებ)ი;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი;
  • ავტობიოგრაფია/cv (მისამართის, ელ-ფოსტისა და საკონტაქტო ტელეფონის მითითებით);
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი;
  • სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები;
  • დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ კანდიდატის უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობას (მოწმობები, სერტიფიკატები და სხვა), ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • სამოტივაციო წერილი.
დოკუმენტაციის არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში დასაკავებელ თანამდებობაზე აღნიშნული კანდიდატურა არ განიხილება.

სკოლის ექიმი სკოლის შტატგარეშე თანამშრომელია, რომლის ანაზღაურება შეადგენს 470 ლარს.

იხილეთ: ვალდებულება, რომელიც სკოლების ნაწილმა 15 სექტემბრამდე, ნაწილმა კი 2022 წლისთვის უნდა შეასრულოს


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგრანტო კონკურსის ეტაპები ცნობილია - განათლების მინისტრის ბრძანება 

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება