სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ვალდებულება, რომელიც სკოლების ნაწილმა 15 სექტემბრამდე, ნაწილმა კი 2022 წლისთვის უნდა შეასრულოს
08-06-2021
-
+


2 000-ზე მეტი საჯარო სკოლიდან სამედიცინო კაბინეტი 603-ს აქვს, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია etaloni.ge-ს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად მიაწოდა.

ზოგადი განათლების შესახებ კანონში, შესული ცვლილების მიხედვით, საჯარო საჯარო სკოლებს, რომლებსაც 1000-ზე მეტი მოსწავლე ჰყავთ, სამედიცინო კაბინეტის მოწყობა 2021 წლის 15 სექტემბრამდე ევალებათ; ყველა სხვა დანარჩენს კი - 2022 წლის 15 სექტემბრამდე.

საქართველოში სულ 128 საჯარო სკოლაა, სადაც 1000-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს.

„ამ ეტაპზე 603 საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი სამედიცინო კაბინეტი, ამასთან აღსანიშნავია, რომ სამედიცინო კაბინეტებით აღჭურვილ სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა სხვადასხვაა“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ, რეგიონების მიხედვით, რამდენ სკოლას აქვს სამედიცინო კაბინეტი:

  • თბილისი - 154 საჯარო სკოლა;
  • აჭარა - 37 საჯარო სკოლა;
  • გურია - 25 საჯარო სკოლა;
  • იმერეთი - 82 საჯარო სკოლა;
  • კახეთი - 60 საჯარო სკოლა;
  • ქვემო ქართლი - 58 საჯარო სკოლა;
  • შიდა ქართლი - 40 საჯარო სკოლა;
  • სამცხე ჯავახეთი - 45 საჯარო სკოლა;
  • მცხეთა-მთიანეთი - 24 საჯარო სკოლა;
  • რაჭა ლეჩხუმი/ქვემო სვანეთი - 16 საჯარო სკოლა;
  • სამეგრელო/ზემო სვანეთი - 62 საჯარო სკოლა.

603 სკოლაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი სამედიცინო კაბინეტი ფუნქციონირებს და მისი მოწყობა მალე ყველა სკოლისთვის სავალდებულო იქნება, განათლების სამინისტროს არ აქვს შემუშავებული არც შესაბამისი წესი და არც ერთიანი სტანდარტი, რომელსაც სკოლაში დასაქმებული ექიმი უნდა აკმაყოფილებდეს. აღნიშნული სტანდარტის მოსამზადებლად კანონის მიხედვით, სამინისტროს ვადა აგვისტომდე აქვს. რა სტანდარტებს შეიმუშავებს უწყება და რამდენად დააკმაყოფილებენ ახალ რეგულაციებს სკოლები, ამის შესახებ ინფორმაციას „ეტალონი“ გამოქვეყნებისთანავე მოგაწვდით.

იხილეთ ასევე: ვინ აფინანსებს სკოლაში სამედიცინო კაბინეტის მოწყობას და რატომ არის აუცილებელი ექიმი? - დირექტორები გამოცდილებას გვიზიარებენ

ცვლილება „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში - სკოლების ნაწილს ევალება 15 სექტემბრამდე მოაწყონ სამედიცინო კაბინეტი


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება