| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ლევან სურმანიძე ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით მოსწავლეებს მიმართავს:
„ძვირფასო ბავშვებო, ჩემო პატარა მეგობრებო, კოლეგებო, პატივცემულო მშობლებო ამ უჩვეულო ამპლუაში პირველად როგორც არასდროს მინდა სულითა და გულით მოგილოცოთ ახალი სასწავლო წლის დაწყება; პირველ რიგში მინდა გისურვოთ, მხნეობა, გამძლეობა და რწმენა იმისა, რომ ღვთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება; ხვალიდან სწავლა დისტანციურად განახლდება, მაგრამ მალე უფლის ნებით (სავარაუდოდ 4 ოქტომბერს), თქვენით კვლავ აჟრიამულდება სკოლის საკლასო ოთახები, მამა-შვილურად გულში ჩაგიკრავთ და 7 თვის მონატრების სურვილს დავიოკებთ; ასე დაიწყება სწავლა საკლასო ოთახებში, სამუდამოდ მოგვშორდება, წავა უხილავი მტერი - კოვიდ-19 და იგი დედამიწაზე არასოდეს დაბრუნდება. ამ გადმოსახედიდან მსურს გითხრათ, რომ ჯანმრთელ ადამიანს პირველ რიგში საკვები, მერე უსაფრთხო გარემო, შემდეგ კი უახლოესი ადამიანებისა და ქვეყნის სიყვარული, კარგი ცხოვრება გაულამაზებს სიცოცხლეს; ამ ყველაფერს პიროვნების კარგი ფინანსური უზრუნველყოფა სჭირდება, რასაც კარგი სამსახური და ხარისხიანი განათლება იძლევა; ამიტომაც მოგიწოდებთ, ნუ დაყრით უიმედობით ფარ-ხმალს, ერთი წუთითაც ნუ მოდუნდებით, გიყვარდეთ შრომა და იყავით მიზანდასახულები; აკეთეთ ის საქმე, რაც უკეთ გამოგდით და გჯეროდეთ, რომ იმ სფეროში კარგი ცოდნით მოახდენთ თვითრეალიზაციას. ნათქვამია, „რომ აშენო უნდა იცოდე, ხოლო რომ იცოდე უნდა ისწავლო“ დიახ, უნდა ისწავლოთ და შეძენილი ცოდნა გამოიყენოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში.
იცით თუ არა, რომ:
ჩემო ძვირფასებო, თქვენს შორის არ არსებობს უნიჭო მოსწავლე - ყველა ნიჭიერია! - მოსთხოვე მასწავლებელს აღმოაჩინოს შენი ნიჭი! - აიძულე, დაგინახოს შენ! - შეაწუხე, რომ გკითხოს! - აუხსენი რომ დახმარება გჭირდება! - აგრძნობინე, რომ მისი თანაგრძნობა დარდს შეგიმსუბუქებს! - ჩახედე თვალებში და უთხარი, რომ გიყვარს! - თამამად მიდი მასთან და მოსთხოვე მოვალეობის შესრულება! - განუცხადე, რომ სკოლა შენიცაა! - იმეგობრე მასთან! - ესაუბრე შენს ოცნებებზე - იფიქრე მასზე, ისიც ადამიანია და მეორე მშობელია - უყვარს, იღლება, უხარია, ტირის და ხანდახან ტკივილიანიც; იცინის, რომ უკეთესად გაგაგებინოს, როგორ უყვარხარ! მაშ წარმატებები მინდა გისურვოთ სწავლაში და ყოველდღიურ საქმიანობაში; ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. უღრმესი პატივისცემითა და დიდი სიყვარულით თქვენი ლევან მასწავლებელი“, - ასეთი სიყვარულითა და გულწრფელი სიტყვებით მიმართავს მოსწავლეებს თხილნარის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ლევან სურმანიძე.
იხილეთ ფოტო:
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები
„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“
„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება