სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლებს გამოცდის შედეგის გასაჩივრება დღეიდან შეუძლიათ - ვადები და ინსტრუქცია
01-09-2021
-
+


დღეს, მასწავლებლების სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყო. გასაჩივრებისთვისპედაგოგებს სამი დღე აქვთ და ამის შესახებ, შე3ფასებბისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფრომაციას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

გასაჩივრება შესაძელბელია 1 სექტემბრის 10:00 საათიდან 3 სექტემბრის 18:00 საათამდე მხოლოდ ელექტრონულად
 ვებგვერდებზე: online.naec.ge და www.naec.ge.
 
სააპელაციო განაცხადის შევსებამდე აპლიკანტმა უნდა გადაიხადოს საფასური 50 ლარი. გადახდა ოპერატიულად აისახება სისტემაში.  ქულის ცვლილების (მომატების ან დაკლების) შემთხვევაში თანხა განცხადების საფუძველზე უკან ბრუნდება.
 
გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო თანხა: 
1. „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
2. „საქართველოს ბანკის“ სერვის ცენტრები - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
3. ვებგვერდზე epay.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
4. „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით - ibank.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
5. OPPA.ge-ის თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი (თანხა აისახება მომდევნო დღეს).
 
სააპელაციო განაცხადის შევსების ინსტრუქცია:
სააპელაციო განაცხადის შესავსებად უნდა ეწვიოთ ვებგვერდს: online.naec.ge და აპელაციისათვის განკუთვნილი ღილაკის გამოყენების შემდეგ შესაბამის ველებში უნდა  შეიყვანოთ პირადი ნომერი და საგამოცდო ბარათზე მითითებული საიდენტიფიკაციო (ცხრანიშნა) კოდი.
ღილაკის - „შესვლა“ - გამოყენების შემდეგ იწყებთ ტესტის იმ ნაწილების მონიშვნას, რომელთა გასაჩივრებაც გსურთ (თუ აპელაციის საფასური არ გაქვთ გადახდილი, სისტემა არ მოგცემთ პროცესის დასრულების შესაძლებლობას).
 
ამ აღნიშვნების  შემდეგ სისტემა თქვენს განაცხადს შეინახავს, როგორც დროებითს, რომელშიც არაერთხელ შეგიძლიათ ცვლილების შეტანა. დროებითი განაცხადი გაუქმდება, თუ არ გამოიყენებთ ღილაკს „გაგზავნა“.
საპრეტენზიო განაცხადებს განიხილავს  დამოუკიდებელი კომისია.  

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სკოლების, დირექტორების, პედაგოგების, მოსწავლეების შესახებ ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროს პორტალზე აიტვირთება

შეცდომის უფლების გარეშე - 10 მთავარი პუნქტი 2026 წლის ეროვნულ გამოცდებზე

დარწმუნებული ხართ, რომ ისეთი სიტყვების სწორად დაწერა იცით, როგორიც მაგალითად ქალბატონი და ბატონია?

სამეთვალყურეო საბჭოს ახალი ფუნქციები დაემატა

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები
საპატიო პირველი ადგილი და ოქროს მედალი უპირობოდ მოიპოვა ანასტასია აბესაძემ
 

ვიზიტმა მოსწავლეებს მისცა შესაძლებლობა, ახლოდან გაცნობოდნენ მსოფლიო დონის საგანმანათლებლო გარემოს

 

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება