სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჭკვიანი ჩანთა“ - რუსთავის მე-4 სკოლის მოსწავლეებმა, ბიზნეს კონკურსისთვის, ინოვაციური პროდუქტის შექმნის პრეზენტაცია გამართეს
22-01-2018
-
+


საგამოფენო ცენტრ „ექსო ჯორჯიაში“ , დასკვნითი კონფერენცია „ბიზნეს უნარ-ჩვევები დაწყებით განათლებაში“ გაიმართა. ბიზნეს უნარ-ჩვევების პროგრამა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის G-PriEd-ის ფარგლებში მიმდინარეობდა.

რუსთავის მე-4 სკოლა 2015 წლიდან ჩაერთო ბიზნესის უნარ-ჩვევების პროექტში. 2017 წელს მეოთხე სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში „შენი ბიზნეს იდეა“ და მოამზადეს პროექტი „ჭკვიანი ჩანთა“. 

მეოთხე სკოლის პროექტმა 50-ზე მეტ კონკურსანტს შორის გაიმარჯვა და პირველი ადგილი დაიმსახურა. მოსწავლეთა მიერ მოაზრებული ჭკვიანი ჩანთა მრავალფუნქციურ ჩანთას გულისხმობს , რომელიც 11-12 წლის ასაკის ბავშვის ყველა სასწავლო საჭიროებას აკმაყოფილებს. კერძოდ, „ჭკვიანი ჩანთას“ ექნება ჩანთაზე დამაგრებულ სასწორი ჩანთის წონის გასაკონტროლებლად, ასევე ჯიპიესის ტიპის მოწყობილობა, რომელიც მშობლის მიერ ქალაქში შვილის ადგილმდებარეობის დადგენას უზრუნველყოფს, ჩამონტაჟებულ ავზი სასმელი წყლისათვის, ელექტრონული დაფა საგაკვეთილო ცხრილისა და სხვადასხვა ჩანიშვნებისათვის და ა.შ. 

კონფერენციაზე მეოთხე სკოლის 15-მა მოსწავლემ საკუთარი იდეის პრეზენტაცია მოახდინა და დამსწრე საზოგადოებაში მოწონება დაიმსახურა.

პროექტის ხელმძღვანელი მე-4 სკოლის რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ინგა ფერაძე და კლასის დამრიგებელი ეკატერინე ფრიდონაშვილი იყვნენ. 

მოსწავლეების მიერ მოფიქრებულ „ჭკვიანი ჩანთის“ იდეას პარტნიორობა არასამთავრობო ორგანიზაცია „სიქამაც“ გაუწია.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება