სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

თიანეთის სკოლების მოსწავლეთა საყურადღებოდ!
17-01-2018
-
+


ხვალ, 23 იანვარს თიანეთში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შესარჩევი ტური ჩატარდება. 

ტესტირების დღესთან დაკავშირებით, ჩემპიონატში ჩართული თიანეთის ყველა სკოლა უკვე ინფორმირებულია.

ტესტირება სკოლებში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდება.

მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებს სხვადასხვა ტესტი დაურიგდებათ.

შესარჩევ ტურს თითოეულ სკოლაში „ეტალონის“ პედაგოგები გაუწევენ ორგანიზებას. ისინი დააკვირდებიან ტესტირების პროცესს და შეაფასებენ მოსწავლეთა ნაშრომებს.

მეორე ტურში გადასული მოსწავლეები 22 თებერვლის ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას და ერთმანეთს „თიანეთის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოპოვებაში შეეჯიბრებიან. 

შეგახსენებთ, რომ „ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“.

უფროსკლასელების საყურადღებოდ: იხილეთ წესები და ჩაერთეთ კონკურსში. 

დეტალური და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მოგვწეროთ „ეტალონის“ Facebook გვერდზე:  www.facebook.com/etaloni 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ორ სამსახურში დასაქმებულებთან დაკავშირებით - კანონში ცვლილებები შედის

ვინ არიან სქემის 31-ე მუხლს დაქვემდებარებული მასწავლებლები, ვისაც ზამთარში 3 საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება მიეცა

ETALONI.GE მასწავლებლის ეროვნულ დღეს გილოცავთ! 

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები
თბილისის N143 სკოლის მასწავლებელი მარინა ნარიმანაშვილი თაობების აღზრდა-განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა
 

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება