სიახლეები
სიახლეები

60-კრედიტიან პროგრამაზე მიღება დაიწყო - რა საბუთებია საჭირო რეგისტრაციისთვის
27-08-2021
-
+


უნივერსიტეტები მასწავლებელთა მომზადების საგანმანათლებლო 60 კრედიტიან პროგრამაზე მიღებას იწყებენ. უმაღლესი სასწავლებლების ნაწილმა წინასწარი რეგისტრაციები უკვე გამოაცხადა, ნაწილი კი პედაგოგთა შედეგების აპელაციას ელოდება, საბოლოო ქულების გამოცხადების შემდეგ კი პროგრამაზე მისაღებ კონკურსს გამოაცხადებენ.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის ვადა 14 სექტემბრიდან 16 სექტემბრის ჩათვლითაა. სწავლა შესაძლებელია შემდეგ მიმართულებებზე: 

  • ქართული ენა და ლიტერატურა
  • რუსული ენა
  • ინგლისური ენა
  • ფრანგული ენა
  • გერმანული ენა
  • მათემატიკა
  • ფიზიკა
  • ქიმია
  • ბიოლოგია
  • გეოგრაფია
  • ისტორია
  • სამოქალაქო განათლება
დეტალური ინფორმაციისთვის გაეცანით ბმულს.


წმინდა
ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია უკვე დაიწყო. ოფიციალური რეგისტრაცია კი მასწავლებლის გამოცდის აპელაციის შედეგების გამოქვეყნებისთანავე გამოცხადდება. პროგრამაზე სწავლა რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს:

  • ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო და საშუალო საფეხური)
  • ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური)
  • ისტორია (საბაზო და საშუალო საფეხური)
  • მათემატიკა (საბაზო და საშუალო საფეხური)
  • ფიზიკა (საბაზო და საშუალო საფეხური)
  • ქიმია (საბაზო და საშუალო საფეხური)
  • ბიოლოგია (საბაზო და საშუალო საფეხური)

წინასწარი რეგისტრაცია შეგიძლიათ, გაიაროთ ბმულზე: https://bit.ly/3fPqCl6

ასევე შეგიძლიათ პროგრამა გაიაროთ ევროპის უნივერსიტეტში, სადაც პირველადი რეგისტრაცია უკვე დაიწყო. მიმართულებების არჩევანი ასეთია:

  • დაწყებითი საფეხურის (I-VI) ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
  • დაწყებითი საფეხურის (I-VI) მათემატიკის მასწავლებელი
  • საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII) ისტორის მასწავლებელი
  • საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII) სამოქალაქო განათლების მასწავლებელი
  • საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII) გეოგრაფიის მასწავლებელი
  • დაწყებითი საფეხურის (I-VI) ბუნებისმეტყველების მასწავლებლი
  • დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური (I- XII) ინგლისური ენა

წინასწარი რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე https://bit.ly/3j6vZOS

საქართველოს უნივერსიტეტი პროგრამაზე მიღებას 31 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით გამოაცხადებს. სწავლა შეგიძლიათ შემდეგი მიმართულებებით: 

  • ქართული ენა და ლიტერატურა,
  • ინგლისური ენა,
  • ფიზიკა,
  • მათემატიკა,
  • ისტორია,
  • ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში სწავლა ქართული ენა და ლიტერატურის, ასევე ინგლისური ენის მიმართულებით შეგიძლიათ. რეგისტრაციისთვის 9 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით უნივერსიტეტში შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა წარადგინოთ. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება აგვისტოს ბოლო რიცხვებში დაიწყება და შემდეგი მიმართულებებით გამოცხზადდება: 

  • ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო-საშუალო საფეხური);
  • მათემატიკა (საბაზო-საშუალო საფეხური);
  • საზოგადოებრივი მეცნიერებები:

ისტორია (საბაზო-საშუალო საფეხური);
სამოქალაქო განათლება (საბაზო-საშუალო საფეხური);
გეოგრაფია (საბაზო-საშუალო საფეხური);

  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებები:

ბიოლოგია (საბაზო-საშუალო საფეხური);
ფიზიკა (საბაზო-საშუალო საფეხური);

  • უცხო ენები:

ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური);
გერმანული ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური);
რუსული ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური);

  • ქართული, როგორც მეორე/უცხო ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური);
ილიაუნიში 60 კრედიტიან პროგრამაზე სწავლა ასევე შესაძლებელია მუსიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და დაწყებითი საფეხურის (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება) I-IV კლასების მიმართულებით.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლა შეგიძლიათ შემდეგ უნივერსიტეტებშიც:

  • სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (მათემატიკა, ინფორმატიკა, ფიზიკა, ქიმია, გეოგრაფია, ბიოლოგია, ისტორია, ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა,გერმანული ენა, ფრანგული ენა, რუსული ენა);
  • სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი (მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა, რუსული ენა, გერმანული ენა, ისტორია და საზოგადოებრივიმეცნიერებები, ბიოლოგია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა);
  • შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ინგლისური ენა, ისტორია);
  • აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, გეოგრაფია, ბიოლოგია, ფიზიკა, ქიმია, ინგლისური ენა, გერმანული ენა,ფრანგული ენა, რუსული ენა, ისტორია, მუსიკა);
  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, გეოგრაფია, ისტორია,ინგლისური ენა, გერმანული ენა, სპორტი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება);
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ინგლისური ენა, გერმანული ენა, რუსული ენა, ფრანგული ენა,ფიზიკა, ბიოლოგია, ქიმია, გეოგრაფია, ისტორია, სამოქალაქო განათლება, სპორტი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება);
  • ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი (სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება);
  • გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ინგლისური ენა, გერმანული ენა, ბიოლოგია, გეოგრაფია, ისტორია);
  • საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი (ქართული ენა და ლიტერატურა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, ისტორია);
  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (მათემატიკა, ინგლისური ენა) - ინგლისურენოვანი პროგრამა;
  • საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი - სპორტი.

რა საბუთებია საჭირო უნივერსიტეტებში წარსადგენად?

  • განაცხადი (ივსება ადგილზე);
  • ავტობიოგრაფია (CV) - ქართულ ენაზე;
  • პირადობის მოწმობა და მისი ასლი.
  • ცნობა საგნის გამოცდის ჩაბარების შესახებ გამოცდაზე რეგისტრაციის ნომრის, მიღებული და მინიმალური გამსვლელი ქულის მითითებით. მასწავლებლის სერტიფიკატის არსებობის  შემთხვევაში, სანოტარო წესით დამოწმებული მასწავლებლის სერტიფიკატის ასლი;
  • ორი ფოტოსურათი და ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD);
  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის –  დიპლომის –  სანოტარო წესით დამოწმებული ასლი ან შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა  შესაბამისი ხარისხის მინიჭების შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი; უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის).
    შენიშვნა: საბუთების მინდობილი პირის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში მინდობილმა პირმა თან უნდა იქონიოს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
„ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ამჯერად თელავის მუნიციპალიტეტი მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად მესტიაში გაიმართა
სიახლეები
მათემატიკის სიყვარულით დაწყებული წარმატება - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი ნიკოლოზ გოგოლაძე
მასწავლებლების გამოცდებზე 19 ათასამდე აპლიკანტი დარეგისტრირდა
ცნობილია აბიტურიენტების არჩევანი საგამოცდო საგნების მიხედვით
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
„მადლობა კლუბის თითოეულ წევრს საინტერესო და კარგად ორგანიზებული აქტივობისათვის“,- ამბობენ სკოლაში
ვიქტორინა  III, IV, V, VII, VIII და IX კლასებში გაიმართა და მასში მოსწავლეები ხალისითა და შემართებით ჩაერთნენ
აღსანიშნავია, რომ აქტივობამ თითოეული მოსწავლე დადებითი ემოციებით დამუხტა
კვირეულის ბოლოს, ღონისძიება - „სიტყვავ, რუსთველის ხელში ნაქონო“, გაიმართა
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
„ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ამჯერად თელავის მუნიციპალიტეტი მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად მესტიაში გაიმართა
სიახლეები
საზოგადოება