სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის სკოლა სასწავლო წლის დასაწყებად მზადაა - სკოლა მოსწავლეებს გაძლიერებულ პროგრამებს შესთავაზებს
19-08-2021
-
+


ბათუმის განათლებისა და მეცნიერების ქალაქში არსებული ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის სკოლა მზადაა მოსწავლეთა მისაღებად. მსურველთა რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. აღსანიშნავია, რომ ბათუმის განათლებისა და მეცნიერების ქალაქი, სადაც საგანმანათლებლო და შემეცნებითი სივრცეების მოწყობა უკვე დასრულდა, 2021-2022 სასწავლო წელს მოსწავლეთა პირველ ნაკადს მიიღებს.

განათლებისა და მეცნიერების ქალაქში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად დაათვალიერა.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ხარისხიანი განათლების მიღების მნიშვნელობას ყველა საფეხურზე. მთავრობის მეთაურის შეფასებით, მისასალმებელია, რომ ფიზიკა-მათემატიკის სკოლა კონკურსის შედეგად შერჩეულ მოსწავლეებს გაძლიერებულ პროგრამებს შესთავაზებს ფიზიკა-მათემატიკის, პროგრამირებისა და უცხო ენების მიმართულებით.

ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლას ასევე გადაეცემა ახალი თაობის საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა, რომელიც 250 მოსწავლეზე გათვლილი სკოლისა და 100 ბავშვზე გათვლილი საცხოვრებელი კამპუსისგან შედგება. აღნიშნულ სივრცეში მოწყობილია საცხოვრებელი და სასწავლო ოთახები, სველი წერტილები, სივრცეები საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიებისთვის, ბიბლიოთეკის, სააქტო დარბაზისა და სასადილოსთვის. სკოლას აქვს სპორტული დარბაზი, ღია სპორტული მოედანი და სარეკრეაციო ზონა და სრულად ადაპტირებულია სპეციალური საჭიროებების მქონე პირთათვის.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო ბმულზე:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება