სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლის სახლი ახალი ტრენინგებისთვის ემზადება - რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეთ
13-08-2021
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი „აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და, მეცნიერებისმინისტრის 30 ივისის N 68/ნ ბრძანების თანახმად აცხადებს აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულის მიწოდების მსურველი ორგანიზაციების შესარჩევ კონკურსს.

კონკურსში მონაწილე, ტრენინგმოდულის მიწოდების მსურველი ორგანიზაცია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

1. ტრენინგ-მოდულის მიმწოდებელ ორგანიზაციას უნდა ჰყავდეს პერსონალი, რომელიც განათლების ან ფსიქოლოგიის საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამების ფარგლებში კითხულობს ლექციებს, ატარებს სემინარებს, ხელმძღვანელობს პრაქტიკას სკოლამდელი განათლების ან ბავშვის ფსიქოლოგიის მიმართულებით და აქვს ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვების სწავლების, შეფასება/დიაგნოსტირების, ინტერვენციის განხორციელების ან ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში საგანმანათლებლო - მეთოდოლოგიური რესურსების შექმნის გამოცდილება.

2. ტრენინგ-მოდულის მიმწოდებელ ორგანიზაციას უნდა ჰყავდეს პერსონალი, რომელიც უძღვება აღმზრდელის/ბაგა-ბაღის აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში სავალდებულო პროფესიულ მოდულებს, აქვს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში ტრენერობის გამოცდილება ბოლო 5 წლის მანძილზე და აქვს ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვების სწავლების, შეფასება/დიაგნოსტირების, ინტერვენციის განხორციელების ან ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში საგანმანათლებლო-მეთოდოლოგიური რესურსების შექმნის გამოცდილება.

3. ტრენინგ-მოდულის მიმწოდებელ ორგანიზაციას უნდა ჰყავდეს პერსონალი, რომელსაც შექმნილი აქვს საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების სასერტიფიკატო ტრენინგ-კურსები სკოლამდელი განათლების მიმართულებით ან/და უძღვება აღნიშნულ ტრენინგ-კურსებს.

ტრენინგ-მოდულის მიწოდების მსურველი ორგანიზაციების დოკუმენტაციის მიღების საბოლოო ვადაა 2021 წლის 25 აგვისტო.

ტრენინგ-მოდულის მიწოდების მსურველი ორგანიზაცია, რომელსაც სურს გახდეს ტრენინგ-მოდულის მიმწოდებელი, განცხადებით მიმართავს ცენტრს - შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე--- info@tpdc.ge

(განცხადების ფორმა გთხოვთ იხილოთ თანდართული სახით).

განცხადებას თან უნდა ერთოდეს:

ა) ტრენინგ-მოდულის მიწოდების მსურველი ორგანიზაციის პერსონალის ავტობიოგრაფია (CV);
ბ) ტრენინგმოდულის პირობებით განსაზღვრული საქმიანობის (ფუნქციის) დამადასტურებელი ცნობები სამსახურებიდან;
გ) საგანმანათლებლო და მეთოდოლოგიური რესურსების ავტორობის/თანაავტორობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დამადასტურებელი დოკუმენტები ელექტრონული სახით;
დ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებასთან გაფორმებული მემორანდუმი პრაქტიკის უზრუნველყოფის მიზნით.

წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ტრენინგ-მოდულის მიწოდების მსურველი ორგანიზაციის შერჩევას/შესაბამისობის დადგენას ახდენს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისია.

კომისიის მიერ შერჩეული პირი, ტრენინგ-მოდულის ჩატარების უფლებას მოიპოვებს ტრენერთა ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში, რაც წარმოადგენს ტრენინგ-მოდულის მიწოდების მსურველი ორგანიზაციისთვის ტრენინგ-მოდულის ჩატარების უფლების მინიჭების საფუძველს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

შარშან ადმინისტრაციას 10-ის ნაცვლად 20 პროცენტით გაეზარდა ანაზღაურება და მომდევნო წლის ბიუჯეტიც მზარდია

სკოლებს ახალი უფლებამოსილება მიენიჭათ - მინისტრის ბრძანება ძალაშია

12 ახალი კადრის მისაღებად კონკურსი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა - ვადები და დეტალები

„შემოგვაქვს სმარტ-კლასები“... - ახალი სასწავლო წლის ცვლილებებზე მინისტრის განმარტებები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება