სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლე რომან სურნამიძე პროფესიის არჩევის თემაზე ვებინარს დაესწრო
13-08-2021
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლე რომან სურნამიძე ხელვაჩაურის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით ჩატარებულ საინფორმაციო ტრენინგს დაესწრო, ტრენინგი „ზუმის“ პლატფორმის მეშვეობით გაიმართა.

„პირველ რიგში, ყველა ახალგაზრდას ვულოცავ ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს, ჯანმრთელობას, წინსვლასა და დასახული მიზნების მიღწევას ვუსურვებ.

დღეს ასევე დიდგორობაა, 13 აგვისტოს, ხვალ, კი ცოტნე დადიანის ხსენების დღე.

ბედნიერია ერი, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, გმირ წინაპართა რწმენისა და ზნეობის ასეთ მაგალითებზე აღზარდოს შთამომავლობა.

დღეს დავესწარი  ვებინარს. ვებინარს ესწრებოდნენ საშუალო საფეხურის  X-XII (კლასი) სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები და დასაქმების მსურველები

ვებინარის თემა იყო:

ა) როგორ და რომელი კრიტერიუმებით ავირჩიოთ ჩვენი მომავალი სპეციალობა,


ბ) პროფესია, რომელიც დასაქმებაში ხელს შეგვიწყობს.

ვებინარს უძღვებოდა „ცოდნის აკადემიის“ დირექტორი, „პროგრამირების ონლაინ სკოლის“ დამფუძნებელი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროგრამული ინჟინერიის მიმართულების პროფესორი ქალბატონი  ინგა აბულაძე.

პროფესიის არჩევა ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია, შეიძლება ითქვას, ამით განისაზღვრება შემდგომი ცხოვრების დიდი ნაწილი.

პროფესიის არჩევისას, 4 მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი:

1) „ზოგადად კარიერის დაგეგმვა არ არის ერთჯერადი პროცესი, ჩვენ ვირჩევთ პროფესიას და შემდგომ მთელი ჩვენი ცხოვრება დიდ დროს სამუშაო პროცესში ვატარებთ, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მიერ არჩეული პროფესია შეესაბამებოდეს ჩვენს პიროვნულ მახასიათებლებს - უნარებს, ინტერესებს, სურვილებს. არჩეულ პროფესიაში საკუთარი თავის რეალიზება უნდა მოვახდინოთ“.

2) „თუ იცი, რომ კონკრეტულ სფეროში შენი ყოველდღიურობა იქნება საინტერესო და მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული, ასევე, იქნება შენთვის სასიამოვნო სამუშაო რეჟიმი, მაშინ სწორედ ის მიმართულება უნდა აირჩიო“.

3) „უნდა გავიგოთ უფრო მეტი საკუთარი თავის შესახებ, რა უნარებს ვფლობთ, რა გვაინტერესებს, ამასთანავე უნდა გავიგოთ უფრო მეტი იმ პროფესიაზე, რომელსაც ვირჩევთ, რა უნარებია ამ პროფესიით მომუშავე ადამიანისთვის საჭირო, როგორ სამუშაო გარემოში მოგვიწევს მუშაობა, რა არის ამ პროფესიის დადებითი და რა სირთულეები შეიძლება შეგვხვდეს. ამას გარდა, თუ მომავალში ამ პროფესიით დასაქმებას ვფიქრობთ, უნდა ვიცოდეთ, რა ხდება შრომის ბაზარზე“.

4) „რა თქმა უნდა, ყველა ადამიანისგან რაღაც ინფორმაცია უნდა მივიღოთ, რჩევები გავითვალისწინოთ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ თქვენ“, - წერს მოსწავლე.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სასკოლო ფორმას სხვას ვერ შეაკერინებთ - „მშობელი ვალდებულია სახელმწიფოსგან იყიდოს“

უქმდება სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამა - ეხებათ თუ არა ცვლილება მოქმედ სტუდენტებს

სპეცმასწავლებლებლების საყურადღებოდ - მთავარი ცვლილებები სტანდარტსა და კადრების გადამზადებას შეეხება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება