| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის აბიტურიენტმა - ანანო ხარაიშვილმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაღალი ქულები აიღო.
მისი ქულა ქართულ ენასა და ლიტერატურაში 70-დან 65, ხოლო ინგლისურ ენაში 80-დან 78-ია.
აღსანიშნავია, რომ ანანო ხარაიშვილი ვერცხლის მედლის კანდიდატიცაა.
სკოლა ულოცავს კურსდამთავრებულს ამ წარმატებას და იმედოვნებენ, რომ მომავალშიც იამაყებენ მისი წინსვლით.
„როგორც უკვე ვიცით აბიტურიენტების შრომის შედეგები ნელნელა ცნობილი ხდება, გვინდა გაგაცნოთ ჩვენი სკოლის 2020-2021 სასწავლო წლის წარმატებული კურსდამთავრებული. ეს არის ანანო ხარაიშვილი. ანანომ წარმატებით დაამთავრა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლა. გახლავთ ვერცხლის მედალოსანი. ეროვნულ გამოცდებსაც წარმატებით ართმევს თავს. მან ინგლისურ ენაში 80-დან 78 ხოლო, ქართულში 70-დან 65 ქულა აიღო. სკოლის მთელი შემადგენლობა ულოცავს ანანოს ამ შედეგებს. ვუსურვებთ კიდევ ბევრ წარმატებას ცხოვრების ახალ ეტაპზე“,- ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 2 აგვისტოს დასრულდა.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების გამოქვეყნება 2 აგვისტოდან დაიწყო.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ