| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ამჯერად, მე-11 კლასის მოსწავლე ნინო კოღუაშვილი მონაწილეობდა ბავშვთა უფლებების დაცვის პროექტში. აღნიშნულ პროექტში ნინო კოღუაშვილმა ესსე წარადგინა, რომელშიც წერს, რომ ბავშვებისთვის სკოლაში მისვლა სასურველი უნდა იყოს:
„სკოლა არის დაწესებულება, რომელიც ბავშვის აღზრდა-განვითარებაზე უდიდეს გავლენას ახდენს. მოზარდები დროის უმეტეს ნაწილს სკოლაში ატარებენ, სწორედ ამიტომ ბავშვის უფლებები სკოლაში, რასაკვრიველია, დაცული უნდა იყოს. იმისთვის, რომ ყველა ბავშვმა სკოლაში თავი უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნოს, საჭიროა ხელმძღვანელებმა ყველაფერი გააკეთონ ამისთვის. მაგალითად, ბავშვებს უნდა შეუქმნან მეგობრული გარემო, სასიამოვნო ატმოსფერო და ეცადონ სკოლაში მოსვლა სასურველი გახადონ მათთვის“, - წერს ნინო კოღუაშვილი.
სკოლა ამაყობს თავისი მოსწავლის მიღწევებით და მომავალშიც წარმატებებს უსურვებს.
„მიეცით ნიჭსა გზა ფართო, თაყვანისცემა ღირსებას“ - გრიგოლ ორბელიანის ამ გამოძახილს კვალდაკვალ მისდევს ჩვენი მოსწავლეების თავისუფალი განვითარება მათი შესაძლებლობების მიხედვით. სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლა თავისი მოსწავლეებით ყოველთვის მზად არის გამოეხმაუროს და უპასუხოს საგანმანათლებლო სივრცის გამოწვევებს“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი პედაგოგების ათეული ცნობილია
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად