სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„izrune.ge-ს საზაფხულო ტესტი ქალაქის სავიზიტო ბარათი გახდება“
03-08-2021
-
+


როდესაც მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე დგახარ, იქ ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ იქნება ხელშემშლელი და ეს izrune.ge-მ არაერთხელ დაამტკიცა... მაშინაც, როცა პანდემიამ ქვეყანაში ყველა სფერო და მათ შორის, განათლების სისტემა დააპაუზა, ყველაზე მზრუნველმა პროექტმა, თანამოაზრე პატარა იზრუნელები არ მიატოვა, ბოლომდე უერთგულა და მომზადებულები შეახვედრა ონლაინ-გაკვეთილებს.

ახლაც, სასწავლო წლის დაწყებამდე, მნიშვნელოვანია, პატარა იზრუნელებმა იგრძნონ izrune.ge-სთან მეგობრობის უწყვეტობა და ამისთვის შეიქმნა საზაფხულო ტესტები „გაიცანი საქართველო“, რომლის ფარგლებშიც, ყოველ ხუთშაბათს მათ ტრადიციულად ელით ტესტები და ყოველი თვის შემაჯამებელი ტესტები კი ეძღვნება საქართველოს კონკრეტულ რეგიონებს. 
„გაიცანი საქართველოს“ დახმარებით, მოსწავლეები არსებულ ცოდნას იმტკიცებენ, მშობლიური ქვეყნის შესახებ საჭირო ინფორმაციას იღებენ, ახალი სასწავლო წლისთვის, izrune.ge-სთან ერთად, მხიარულად ემზადებიან და მთელ საქართველოშიც ვირტუალურად მოგზაურობენ.

5 აგვისტოს სავარჯიშო ტესტი ჩვენს უნიკალურ სამეგრელო და ზემო სვანეთის უკეთ შეცნობას ეძღვნება. 

სამეგრელო და ზემო სვანეთის ტესტის წარმდგენები არიან ქალაქი ფოთი და აბაშის მუნიციპალიტეტი. 

ნინო ჯაკონია, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის, განათლების კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, განათლების განყოფილების უფროსი, რომელიც izrune.ge-სა და ტესტების მნიშვნელობაზე საუბრობს:

„ზოგადად, izrune.ge ძალიან კარგი პროექტია და განსაკუთრებით მომწონს ტესტები გაიცანი საქართველოს“ ფარგლებში - ესაა მისასალმებელი წამოწყება, რომელიც წარმოაჩენს ქალაქს, დაეხმარება მოსწავლეებს, მეტი შეიმეცნონ მშობლიური ადგილების შესახებ და რა თქმა უნდა, ეს იქცევა ჩვენს სავიზიტო ბარათად.

განათლების განყოფილება არაერთი საგანმანათლებლო პროექტის მხარდამჭერია და ასეც უნდა იყოს - ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ეს სფერო პრიორიტეტულია, რადგან ჩვენი მიზანია განათლებული თაობების აღზრდა. izrune.ge-ს ჩვენთან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, მშობლების, პედაგოგების, მოსწავლეების დამოკიდებულება კი ასეთია - ერთხმად მიესალმებიან izrune.ge-ს მიერ შემოთავაზებულ ყველა წამოწყებას და ამაზე მეტყველებს „ეტალონის“ ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატში ჩვენი მოსწავლეების ჩართულობის მაღალი მაჩვენებელიც. წარმატებებს ვუსურვებ izrune.ge-ს, „ეტალონს“ და ამ დიდი ოჯახის ყველა წევრსა თუ გულშემატკივარს“.

მანანა ჯღარკავა კი აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის, განათლების, კულტურის ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსია და პროექტს დიდი ხანია გულშემატკივრობს:

„პირველ რიგში, მინდა, ჩვენი მუნიციპალიტეტის მხრიდან „ეტალონისა“ და izrune.ge-ს მიმართ ღია მხარდაჭერა გამოვხატო. ნამდვილად საშური საქმეა, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში ასეთი პროექტების განხორციელება და ტესტების შედგენა, რომლებიც მშობლიური ქვეყნის შესახებ ცოდნის გაღრმავებას ემსახურება. მოხარული ვარ, რომ  ასეთი აქტივობები ხელს უწყობს მოზარდებში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბებას და ვფიქრობ, ჩვენი მოსწავლეები საზაფხულო ტესტს დიდი წარმატებით გაივლიან. მათ ნამდვილად არ გაუჭირდებათ მიაღწიონ ბრწყინვალე შედეგებს და იყვნენ კონკურენტულები. მე კი წინსვლას ვუსურვებ თითოეულ მათგანს, izrune.ge-სა და „ეტალონთან“ ერთად“.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება