სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

იგეგმება თუ არა პედაგოგების წახალისება რომ უფრო მეტად ჩერთონ ვაქცინაციის პროცესში? - თამარ გაბუნია განმარტებას აკეთებს
30-07-2021
-
+


თუ იგეგმება პედაგოგებში და განათლების სექტორში ჩართული ადამიანების წახალისება რომ უფრო მეტად ჩაერთნენ ვაქცინაციის პროცესში? – ჟურნალისტის კითხვას  ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ უპასუხა  და აღნიშნა, რომ სამინისტრო  მზად არის ხელი შეუწყოს პედაგოგების და სკოლის თანამშრომელთა ვაქცინაციის პროცესს.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ისიც რომ მოეწყობა სივრცეები სპეციალურად მასწავლებლებისთვის და განათლების სფეროს წარმომადგენლებისთვის, რომლებიც აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე პირდაპირ შეძლებენ.

„ჯანდაცვის სისტემის მხრიდან არის სრული მზაობა, რომ საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები აიცრან და ჩვენ მათ ხელი შევუწყოთ რეგისტრაციის გარეშე, სპეციალურად მოწყობილ სივრცეები შევთავაზოთ, რომ მათ ჰქონდეთ გარანტირებულად აცრის მიღების შესაძლებლობა.

მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მათივე გადაწყვეტილება აცრასთან დაკავშირებით. როგორც იცით, ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. მათ უნდა მიიღონ ეს გადაწყვეტილება და ჩვენ მიმდინარე პერიოდში გვაქვს აქტიური კონსულტაციები განათლების სამინისტროსთან, იმისთვის რომ სექტორის შიგნით მოხდეს უკვე აქტიური საინფორმაციო კამპანია და მასწავლებლების და სკოლის პერსონალისა და საგანმანათლებლო სექტორის მოწვევა.

ძალიან ბევრი უკვე ჩაერთო და იცრება. ვფიქრობ საუნივერსიტეტო სივრცეში ვაქცინაციის დიდი ცენტრის გაკეთება მოგვცემს იმის საშუალებას, რომ გამოიყოს ცალკე კუთხე პედაგოგიური პერსონალისთვის და მათ ყოველგვარი შეფერხების გარეშე ჰქონდეთ ვაქცინაზე მოსვლის საშუალება რეგისტრაციის გარეშე“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი პედაგოგების ათეული ცნობილია

ორ სამსახურში დასაქმებულებთან დაკავშირებით - კანონში ცვლილებები შედის

ვინ არიან სქემის 31-ე მუხლს დაქვემდებარებული მასწავლებლები, ვისაც ზამთარში 3 საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება მიეცა

ETALONI.GE მასწავლებლის ეროვნულ დღეს გილოცავთ! 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები
თბილისის N143 სკოლის მასწავლებელი მარინა ნარიმანაშვილი თაობების აღზრდა-განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა
 

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება