სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ხელფასი გაეზრდება სკოლის ადმინისტრაციას, პროფესიულისა და ბაღის მასწავლებლებს - 10 წლიან გეგმაში ჩხენკელს სკოლის პედაგოგების ანაზღაურება არ უხსენებია
30-07-2021
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საზოგადოებას განათლებისა და მეცნიერების განვითარების ათწლიანი გეგმა წარუდგინა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, იგეგმება აღმზრდელი პედაგოგების, სკოლის ადმინისტრაციისა და პროფესიული მასწავლებლების ხელშეწყობა და მათი ანაზღაურების გაზრდა.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, 2021 წელს პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა დაიწყეს აღმზრდელი პედაგოგის უმაღლესი პროფესიული პროგრამის განხორციელება. ამასთან, დაგეგმილია აღმზრდელი პედაგოგის ხელფასის ეტაპობრივი ზრდა.

მინისტრი თავის გამოსვლაში პრემიერ-მინისტრის ინიციატივასაც შეეხო და აღნიშნა, რომ პროფესიული განათლების სასწავლო პროცესში ჩაერთვებიან უცხოელი მასწავლებლები, რაც საერთაშორისო სტანდარტის სწავლებას შეუწყობს ხელს. დაინერგება პროფესიული მასწავლებლის განვითარების ახალი მოდელი. მასწავლებლის საათობრივი ანაზღაურება, რომელიც ბოლო რამდენიმე წელიწადში 3-ჯერ გაიზარდა, კვლავ განაგრძობს ზრდას. პროფესიული სასწავლებლების პედაგოთა მხარდაჭერის მიზნით, გაცვლითი პროგრამები შეთავაზებული იქნება როგორც სტუდენტებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის.

რაც შეეხება სკოლის ადმინისტრაციის ხელშეწყობას, მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ მოსწავლეთა აკადემიური შედეგების გაუმჯობესებასა და მათ პიროვნებად ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია სასკოლო კულტურისა და გარემოს განვითარებას. სამინისტრო აქტიურად მუშაობს სკოლის მართვის ახალი მოდელის შემუშავებასა და რესურსცენტრების გაძლიერებაზე სკოლების მხარდაჭერის პროცესში. მუშავდება სკოლის მართვის ახალი მოდელი. კერძოდ, მუშავდება სკოლების დიფერენცირებული მართვის მოდელი, რაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების გაძლიერებასა და მათთვის მეტი ავტონომიის მინიჭებას გულისხმობს. გათვალისწინებულია სკოლის ადმინისტრაციის ანაზღაურების ეტაპობრივი ზრდა.

იხილეთ: გავიგეთ რამე ახალი განათლების მინისტრის პრეზენტაციიდან ზოგად განათლებაში დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ?!

„დაგეგმილია აღმზრდელი პედაგოგის ხელფასის ეტაპობრივი ზრდა“ - მიხეილ ჩხენკელი


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება