სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ეტალონი

ინტელექტ-ჩემპიონატის 2021 წლის პირველი პერიოდის შემაჯამებელი კონკურსის ათეულის რეიტინგი
30-07-2021
-
+


28 ივლისს 13:00 საათზე LIVE რეჟიმში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ემპიონატ „ეტალონის“ პირველი პერიოდის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა, მონაწილეები კი კონკურსს ვიდეოპლატფორმის საშუალებით მუნიციპალიტეტების რესურსცენტრებიდან ჩაერთნენ, ხოლო ცოდნის წარმოჩენა სპეციალურად მათთვის შექმნილი ონლაინ პორტალის საშუალებით შეძლეს. 

კონკურსის მონაწილეებს სტუდიიდან გულშემატკივრობდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი კახა კვაშილავა, ხოლო დისტანციურ რეჟიმში - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე, ასევე ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მაია ცქიტიშვილი. სტუმრებმა „ეტალონი მოსწავლეების“ მიმართ გამამხნევებელი სიტყვები არ დაიშურეს და მათ წარმატებას არაერთხელ გაუსვეს ხაზი. 

ყველა მონაწილეს გადაეცა სპეციალური დიპლომი, ხოლო საპრიზო ადგილის მფლობელ სამეულს განათლების სამინისტროს სახელით ტექნიკის ფულადი ვაუჩერები - პირველი ადგილი 1000-ლარიანი ვაუჩერი, მეორე ადგილი 800-ლარიანი ვაუჩერი და მესამე ადგილი 500-ლარიანი ვაუჩერი. პირველი სამეულისთვის ფულადი ჯილდოები დააწესა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ, რომელთაც 500-500 ლარი გადასცა.

მესტიის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად, ადიდებულმა მდინარემ სრულად გაანადგურა სოფელ ადიშისკენ მისასვლელი გზის რამდენიმე მონაკვეთი. რის გამოც კონკურსის დღეს სოფელი მოწყვეტილი აღმოჩნდა გარე სამყაროს და გადაადგილებაც შეუძლებელი აღმოჩნდა. სტიქიამ ასევე დააზიანა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები.
რის გამოც ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა სოფელ ადიშის, იფარის, კალას და უშგულის მოსახლეობას. აღნიშნული სტიქიური მოვლენებიდან გამომდინარე „მესტიის ეტალონი მოსწავლის“, იფარის საჯარო სკოლიდან, საბა ავალიანისთვის რესურსცენტრის, სკოლისა თუ თავად მისი უდიდესი სურვილისა და არაერთი მცდელობის მიუხედავად შეუძლებელი აღმოჩნდა კონკურსში ჩართვა. მას შემდეგ, რაც კონკურსის წამყვანმა გოჩა ტყეშელაშვილმა საბას ამბავი გაახმოვანა, მის გასამხნევებლად და წასახალისებლად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ მისთვის ასევე 500 ლარიანი ფულადი ჯილდო დააწესა. 

გთავაზობთ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ემპიონატ „ეტალონის“ პირველი პერიოდის მონაწილეთა ათეულის რეიტინგს:



კონკურსისთვის LIVE რეჟიმში თვალის მიდევნება შესაძლებელი იყო „ეტალონის“ Facebook გვერდსა და Etaloni.ge-ზე.



ასევე იხილეთ:

ინტელექტ-ჩემპიონატის 2021 წლის პირველი პერიოდის შემაჯამებელი კონკურსის პირველი სამეული ცნობილია

ინტელექტ-ჩემპიონატის 2021 წლის პირველი პერიოდის შემაჯამებელი კონკურსი დისტანციურად LIVE რეჟიმში გაიმართება

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ისტ-ის მასწავლებელთა საგამოცდო ტესტი ცნობილია 

2-კვირიანი ვადა უმაღლესებისთვის - ცვლილება მინისტრის ბრძანებაში

მთავარი აკრძალვა სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით - მინისტრის ბრძანება

„აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულების“ ჩასატარებლად განაცხადების მიღება დაიწყო

მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

პროექტი მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

 

 

სკოლაში სიამაყით გვიზიარებენ ეკოკლუბ „ყვირილას“ უმნიშვნელოვანესს მიღწევას

​დღეს ჩვენს სკოლაში განსაკუთრებული, მოგონებებითა და სიყვარულით სავსე დღე იყო“
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება