სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

მსუბუქი ფიზიკური დასჯაც კი ბავშვის ფსიქიკას სერიოზულ ზიანს აყენებს - ჰარვარდის კვლევა 
09-01-2022
-
+


„ბავშვი არასდროს გვიცემია, მხოლოდ საჯდომზე მსუბუქად წამოვარტყით“- ხშირად თავს იმართლებენ მშობლები. ჰარვარდის მეცნიერები კი მსუბუქ ფიზიკურ სასჯელსაც მკაცრად ეწინააღმდეგებიან. მათ გაარკვიეს, რომ ბავშვის ტვინი მსუბუქ წამორტყმაზეც ისევე რეაგირებს, როგორც სასტიკად მოპყრობაზე. 

ჰარვარდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის კათედრის პროფესორის კეტი მაკლაფლინის ხელმძღვანელობით ჩატარებული უახლესი კვლევა პირველი არ არის, რომელიც ამტკიცებს, რომ მსუბუქი ფიზიკური დასჯაც კი ბავშვის ინტელექტუალური განვითარებისთვის, თვითშეფასებისა და კომუნიკაციის უნარის ფორმირებისთვის საზიანოა. მაგრამ პირველად დაიდო სამეცნიერო მტკიცებულება იმისა, რომ „უბრალო“ (ზოგიერთი მშობლის თვალსაზრისით) წამორტყმა სამომავლოდ ბავშვის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების შესაძლებლობას ზრდის. ამის შესახებ ნათქვამია კვლევაში - Corporal Punishment and Elevated Neural Response to Threat in Children.

ექსპერტებმა გამოიკვლიეს 147 ბავშვი ორი ჯგუფიდან: ერთში მოხვდნენ ისინი, ვის მიმართაც სკოლის ასაკში მშობლები ფიზიკურ სასჯელს იყენებდნენ, ხოლო საკონტროლო ჯგუფში იყვნენ ბავშვები, რომლებიც მშობლებს არასდროს უცემიათ. ბავშვებს აჩვენებდნენ უცნობი სახეების გამოსახულებებს სხვადასხვა მიმიკით. 

თანამედროვე ფუნქციონალური მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის დახმარებით მკვლევარები აკვირდებოდნენ, როგორ აისახებოდა ნანახი ტვინში.

თუ ბავშვები ხედავდნენ მრისხანების გამოვლინებას, თითოეული მათგანი ემოციურ რეაქციას გამოხატავდა. მაგრამ მათ, ვისთვისაც ოდესმე საჯდომზე წამოურტყამთ, გაცილებით მწვავე რეაქცია ჰქონდათ. ტვინი აღიქვამდა ასეთ მიმიკას, როგორც სერიოზულ მუქარას. ამასთან, ასეთი ბავშვების ტვინი ზუსტად ასევე რეაგირებდა ნეიტრალურ მიმიკაზე, რომელსაც თანატოლების უმეტესობა უსაფრთხოდ თვლიდა. მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ მათი ნერვული სისტემა აგრესიის მუდმივი მოლოდინისკენ არის მიმართული და გარესამყაროსგან საფრთხეს ელის.

მკვლევარები თავად იყნენ გაოგნებულნი: ამ ბავშვების რეაქცია იყო ისეთივე ძლიერი, როგორც სასტიკი მოპყრობისა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების. 

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ მსუბუქ ფიზიკურ დასჯასაც კი გრძელვადიანი გავლენა აქვს ტვინის იმ უბნებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ემოციურ რეგულაციასა და გარესამყაროში არსებული საფრთხეების გამოვლენაზე. 

მსუბუქი წამორტყმიდან- ცუდ ნიშნებამდე

ნებისმიერ რეგულარულ ცემას, ისეთსაც კი, რომელიც მშობლებს ხშირად სიმბოლური ჰქონიათ, მივყავართ გრძელვადიან შედეგებამდე: ცვლის ტვინის რეაქციებს და ზრდის სტრესისადმი დაუცველობას. ამას ამტკიცებს სტატისტიკაც. როგორც სკოლის, ისე ზრდასრულ ასაკში ასეთ ადამიანებს ხშირად აწუხებთ შფოთვითი აშლილობები და დეპრესია.

გარდა ამისა, მათთვის უფრო რთულია იყვნენ ინიციატორები, აქტიურები, კომუნიკაბელურები, რადგან ასეთი ბავშვებს ქვეცნობიერად არ სურთ თავიანთი ქმედებებითა და აზრებით ყურადღების მიქცევა. ამ უნარების გარეშე კი ბევრად რთულია სწავლაში წარმატების მიღწევა. შედეგად, მშობლები, რომლებიც თვლიან, რომ ბავშვის დისციპლინა ძალისმიერად არის შესაძლებელი, ამცირებენ მის შანსებს წარმოაჩინოს თავისი შესაძლებლობები და სკოლაში მაღალი ნიშნები მიიღოს.

ასევე ეს კვლევა ამტკიცებს, რომ ფიზიკური დასჯის გამო მშობლებსა და შვილებს შორის ფუჭდება ჯანსაღი ურთიერთობები. ბავშვი მშობელში ხედავს არა დამცველს, არამედ საფრთხეს. შედეგი კი შემდეგია: ქრება გულწრფელობა და ბავშვი მოტყუებას იწყებს, რომ გაკიცხვასა და შესაძლო დასჯას აარიდოს თავი. ამასთან, არსებობს საფრთხე, რომ ბავშვი მშობლისგან სერიოზული პრობლემის დამალვასაც კი შეეცდება. 

მართალია ფიზიკურ დასჯას წარსულის გადმონაშთად თვლიან, მაგრამ სინამდვილეში მშობლები მას დღესაც ხშირად მიმართავენ. მსოფლიოში, ოფიციალურად, ფიზიკური დასჯა მხოლოდ 63 ქვეყანაშია აკრძალული. მაგრამ ეს ყველა მშობელს ვერ აკავებს. მაგალითად, აშშ-ი მშობელთა მესამედმა, ანონიმური გამოკითხვის დროს, აღიარა, რომ საშუალოდ კვირაში ერთხელ ბავშვს სცემდა. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა 2 საგნის გამოცდაზე აპლიკანტების 46 პროცენტი არ მივიდა - ცხრა პირი დაგვიანების გამო ტესტირებას გამოეთიშა

ცნობილია,  ქართულის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების გამოცდაზე გამოყენებული ტესტები საფეხურების მიხედვით

 

მოსწავლეს მეზობელმა მრავლობითი ჭრილობები დანით მიაყენა - დაკავებულს 13-წლიანი პატიმრობა ელის

მასწავლებელთა გამოცდაზე 23 პროცენტი არ მივიდა - დაგვიანების რეკორდული მაჩვენებელია

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

განახლებული სივრცე მოსწავლეებს უკეთეს პირობებს შეუქმნის როგორც სპორტის გაკვეთილების, ისე სხვადასხვა ტურნირისთვის მოსამზადებლად

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება