სკოლა-ლიცეუმ „ცოდნაში“ საახალწლოდ არაერთი საინტერესო ღონისძიება გაიმართა
სკოლა-ლიცეუმ „ცოდნაში“ საახალწლო ღონისძიებები გაიმართა. ღონისძიებები დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისა და მასწავლებლების ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა.
მოსწავლეებმა და თოვლის ბაბუამ სიმღერებით, ცეკვებითა და ზღაპრული წარმოდგენებით გაახალისეს მოწვეული სტუმრები.
ღონისძიების ბოლოს აპლოდისმენტები არ წყდებოდა.
იხილეთ ფოტოები