სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ძევრის საჯარო სკოლის ინტელექტ-ბანაკს მედიაპროექტ „ეტალონის“ ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი ესტუმრა
20-07-2021
-
+


თერჯოლის მუნიციპალიტეტის ძევრის საჯარო სკოლის ორგანიზებით უკვე ათი წელია მოსწავლეებისთვის ზაფხულობით ინტელექტ-ბანაკი იმართება. ადგილი, სადაც მოსწავლეები ერთმანეთს ინტელექტუალურ თამაშებში ეჯიბრებიან, რეგიონის სკოლის მოსწავლეებს აერთიანებს. ტრადიცია არც წელს დარღვეულა და პანდემიის მიუხედავად სკოლამ შეძლო, მოსწავლეებისთვის დაუვიწყარი დღეები ეჩუქებინა. ინტელექტ-ბანაკს განსაკუთრებულ ხიბლს გამორჩეული სტუმრებიც სძენენ. წელს, მოსწავლეებთან სტუმრად იმყოფებოდნენ მედიაპროექტ „ეტალონის“ ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი, თერჯოლის მუნიციპალიტეტს მერი ლაშა გოგიაშვილი, ვიცე-მერი მანუჩარ რობაქიძე, მერის მოადგილე მირზა ქოჩიაშვილი, დეპუტატის ბიუროს უფროსი დავით კამლაძე და თერჯოლის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ქეთევან შეყრილაძე. 

ძევრის სკოლის ინტელექტ-ბანაკში სტუმრობა შეაფასა თერჯოლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ქეთევან შეყრილაძემ და აღნიშნა, რომ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა დაგეგმილმა აქტივობებმა. მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით სასიამოვნო იყო ავტორიტეტული ადამიანების სტუმრობა და მათთან დიალოგი.

„ძევრის სკოლაში ინტელექტუალური ბანაკები ტრადიციადაა ქცეული. თითქმის 10 წელის რაც მსგავსი ტიპის აქტივობები ტარდება და წლევანდელი წელიც არ იყო გამონაკლისი. მოვასწარით მთავრობის აკრძალვას, როგორც მოგეხსენებათ, 19  ივლისიდან აიკრძალა ბანაკების ორგანიზება.

მინდა გითხრათ, რომ გამორჩეული იყო დღე, როცა ბანაკს მედიაპროექტ „ეტალონის“ ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი სტუმრობდა. ბავშვებისთვის ყოველთვის სასიამოვნოა ავტორიტეტულ ადამიანებთან შეხვედრა და ბატონი გოჩა ნამდვილად არის მათთვის ავტორიტეტი, ისეთ სფეროში მოღვაწეობს და ისეთ სფეროს ემსახურება, უკეთეს სტუმარს ვერც მოვიფიქრებდით.

ძალიან საინტერესოდ ჩაიარა თვითონ პაექრობამ, გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი,  რომლესაც სიმბოლური საჩუქარი თავად ბატონმა გოჩამ გადასცა. ეს ყველაფერი ახალი მოტივატორია მოსწავლეებისთვის, რომ უფრო მეტი შემართებით, ხალისითა და მონდომებით ჩაერთონ მომავალშიც მსგავსი ტიპის საგანმანათლებლო პროექტებში“, - აღნიშნა ქეთევან შეყრილაძემ.

როგორც ძევრის საჯარო სკოლის დირექტორმა მანუჩარ ფანჩულიძემ აღნიშნა, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პროექტ „ეტალონზე“, რომელის არსებობაც მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას დაამშვენებდა:

„2012 წლიდან გვაქვს ინტელექტუალური ბანაკი, როგორც ცალკე გამოყოფილი, სადაც როგორც ჩვენი, ისე სხვა სკოლის მოსწავლეები არიან ჩართულნი. პანდემიის პირობებში რეგულაციების დაცვით, მაინც მოვახერხეთ ინტელექტუალური ბანაკი გაგვეხსნა.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღე წელს ბანაკში საგანმანთლებლო სფეროში მოღვაწე მნიშვნელოვანი ადამიანების სტუმრობა იყო რომელთა შორის იყვნენ მედიაპროექტ „ეტალონის“ ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი, მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგიაშვილი, ვიცე-მერი მანუჩარ რობაქიძე, მოადგილე მირზა ქოჩიაშვილი, დეპუტატის ბიუროს უფროსი დავით კამლაძე, რესურსცენტრის უფროსი ქეთევან შეყრილაძე - მათ ისაუბრეს განათლების პრიორიტეტულობაზე, ზოგადად განათლების მნიშვნელობაზე.

ყურადღება გამახვილდა პროექტ „ეტალონზე“ მის მნიშვნელობაზე და როლზე მოსწავლეებში განათლების ამაღლების თვალსაზრისით. ეს არის მედიაპროექტი, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას დაამშვენებდა“.

იხილეთ ვიდეო და ფოტო მასალა:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება